LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოზურგეთში ხანძრის შედეგად მამაკაცი დაიღუპა

62
Capture

ოზურგეთში, სოფელ დვაბზუში, 2-სართულიან  სახლს ცეცხლი წაეკიდა, ადგილზე მისულ სამაშველო ბრიგადას შუახნის მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ. ამის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, დამწვარია სახლის დაახლოებით 140კვ/მ ფართობი.

“ოზურგეთში, სოფელ დვაბზუში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ოზურგეთში, სოფელ დვაბზუში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი იყო. შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში ადგილზე გამოცხადდა სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ცეცხლი ეკიდა 2-სართულიან საცხოვრებელ სახლს, დაახლოებით, 140 კვ/მ ფართობზე. ხანძრის ქრობისას, მეხანძრე-მაშველების მიერ საცხოვრებელ სახლში, პირველ სართულზე აღმოჩენილ იქნა შუა ხნის მამაკაცის ცხედარი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლის მე -2 ნაწილით დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები