LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოზურგეთში ქალი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ავარიაში მოყვა – დედა ადგილზე გარდაიცვალა

189
foto 44

ოზურგეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.

დიდი სიჩქარით მოძრავი „ჰიუნდაის“ ფირმის ავტომობილი ბოძს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ქალი, რომელიც მანქანაში მცირეწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებოდა. ამ დროისთვის, ბავშვები  ოზურგეთის კლინიკა “მედალფაში” არიან გადაყვანილები.

გავრცელებული ინფორმაციით, მათგან ერთ-ერთის ჯანმრთელობის  მდგომარეობა მძიმეა.

როგორც „ფორტუნას“ შშს-ში განუცხადეს, მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამას ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ფოტო: „რუსთავი 2“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები