LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა ბურჭულაძემ ცილისმწამებლური განცხადებებისთვის კობა დავითაშვილს სასამართლოში უჩივლა

87

პაატა ბურჭულაძემ ცილისმწამებლური განცხადებებისთვის კობა დავითაშვილს სასამართლოში უჩივლა

პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 6 ნოემბერს 10:00 საათზე გაიმართება.

მსოფლიოში აღიარებული ქართველი მომღერლის პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ მეორე წელია მიმდინარეობს წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებული დისკრედიტაციის კამპანია. ცილისმწამებლური განცხადებებით კამპანიაში ჩართულნი არიან „ქართული ოცნების“ წევრები და მასთან დაახლოებული პირები. მათ შორის კობა დავითაშვილმა  “ტელეკომპანია პირველის” ეთერით, გადაცემაში „რეაქცია“  საჯაროდ დასდო ბრალი პაატა ბურჭულაძეს ფონდ „იავნანაში“ საქველმოქედო მიზნებით შემოსული თანხების მოპარვაში. აღნიშნული ცილისმწამებლური განცხადებების საპასუხოდ პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა მარიამ ჩიქოვანმა კობა დავითაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში შეიტანა სარჩელი, მოითხოვა ცილისმწამებლური ცნობების უარყოფა  და მორალური ზიანის ანაზღაურება 25 000 ლარის სახით, რაც მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს გადაერიცხებათ.

სასამართლოში წარმოდგენილ შესაგებელში კობა დავითაშვილი აღნიშნავს, რომ მისი განცხადება სრულად ეფუძნება ინტერნეტ ტელევიზია PosTv-ის მიერ გამოქვეყნებულ  ვიდეო-სიუჟეტებს, რომლებიც მომზადებულია გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის და „ქართული ოცნების“ პიარ კონსულტანტის ლაშა ნაცვლიშვილისა და პროდუსერ შალვა რამიშვილის მიერ.  საქმე ეხება იმ რეპორტაჟებს, რომლებიც პაატა ბურჭულაძისა და ფონდ „იავნანას“ დისკრედიტაციის მიზნით სერიალის სახით ვრცელდება ინტერნეტ სივრცეში 2017 წლის სექტემბრიდან.

პაატა ბურჭულაძე, ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელი

„გუშინ ჩვენ მოვისმინეთ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა, ვეთანხმები, რომ მან გული გაუტეხა და იმედი გაუცრუა საქართველოს მოქალაქეებს, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა სამართლიანობის აღდგენის დაპირებით და თავად უკიდურესი უსამართლობისა და მავნებლობის ჩამდენი აღმოჩნდა. სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების ნაცვლად, მათ ღია ომი გამოუცხადეს  „იავნანას“ და შედეგად კიდევ უფრო დააზარალეს გაჭირვებული ხალხი, რომელსაც ამ ფონდის დახმარების იმედი ჰქონდა. საქართველოს იმიჯი შელახეს მსოფოლიო მნიშვნელობის არტისტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე. საქველმოქმედო ფონდის თანამშრომლებზე, რომლებიც 14 წლის მანძილზე სოციალურად დაუცველი ფენის კეთილდღობაზე ზრუნავდნენ განახორციელეს საინფორმაციო ძალადობა.  ამ მძიმე და აშკარა დევნაში მონაწილე ყველა პირი კანონის ძალით უნდა დაისაჯოს, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო სამართალდამცავების მიერ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს პროკურატურას დახურონ ეს სამარცხვინო საქმე და ხალხს უთხრან სიმართლე, რომ მეორე წელია ეძებენ დანაშაულს და მხოლოდ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეებს პოულობენ ფონდ „იავნანაში“.

მარიამ ჩიქოვანი, პაატა ბურჭულაძის ადვოკატი:

„საკუთარ შესაგებელს დავითაშვილმა  და მისმა ადვოკატმა მტკიცებულების სახით დაურთეს მხოლოდ PosTv-ის მიერ მომზადებული და დისკზე ჩაწერილი 9 ვიდეო რეპორტაჟი. შესაგებელში ვკითხულობთ, რომ „ეჭვიც კი გამორიცხულია არსებობდეს იმის თაობაზე, რომ დავითაშვილის განცხადება არსებითად მცდარ ფაქტებს შეიცავს.“ კობა დავითაშვილისათვის  ერთი კონკრეტული ინტერნეტ ტელევიზიის, გაურკვეველი სიუჟეტები აღმოჩნდა საფუძველი იმისა, რომ ეჭვიც არ შეპარვოდა  პაატა ბურჭულაძის დამნაშავეობაში და ემტკიცებინა, რომ იგი „იპარავდა ბავშვების ფულს. ბატონმა პაატა ბურჭულაძემ გადაწყვიტა, რომ კობა დავითაშვილს ცილისწამების უარყოფა სასამართლოს ძალით მოსთხოვოს.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები