LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა სალია რუსთავი 2-ის სამომავლო გეგმებზე განცხადებას ხვალ გააკეთებს

252
daye9vbp (1)

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, პაატა სალია საღამოს 9 საათისთვის დაგეგმილ განცხადებას აღარ გააკეთებს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ამის შესახებ მან ჟურნალისტებს სატელეფონი გზავნილით შეატყობინა.

მისი თქმით, ტელეკომპანიის სამომავლო გეგმებსა და შექმნილ ვითარებაზე განცხადებას ის ხვალ, 22 აგვისტოს, დღის განმავლობაში გააკეთებს.

რუსთავი 2 კურიერის ძირითადმა გუნდმა  დატოვა.  ნათია გოგსაძემ, თამარ ბაღაშვილმა, ნინო სამყურაშვილმა, დავით ქაშიაშვილმა, და სხვებმა განცხადება რუსთავი 2-ის ეზოში გააკეთეს.

“დიდი ნაწილი ამ აზრზეა. ხვდებით ალბათ, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ ოკუპირებულ ტელევიზიაში ჩვენ ნამდვილად ვერ გავაგრძელებდით მუშაობას, იმიტომ რომ ჩვენ აქ შექმნილი გვქონდა მართლა თავისუფლების სივრცე – განაცხადა თამარ ბაღაშვილმა.

„14 წლიანი ისტორიის დასასრული“ - ვინ ტოვებს რუსთავი 2-ს

სია არ არის სრული და ის პერიოდულად განახლდება

მას შემდეგ, რაც გუშინ, წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა არხის დატოვების შესახებ პირდაპირ ეთერში განაცხადეს, კურიერი ეთერში აღარ გასულა.

ჟურნალისტებმა რუსთავი 2 მას შემდეგ დატოვეს, რაც რამდენიმე მათგანი არხის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ “ინტერესთან კონფლიქტის” მოტივით გაათავისუფლა.

კერძოდ: თავდაპირველად რუსთავი 2-დან გაუშვეს გიორგი გაბუნია, ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი და  ეკა კვესიტაძე.

 

შუბლაძე რუსთავი 2-ში დაბრუნებაზე: შემოთავაზება მივიღე, გადაწყვეტილება – არა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები