LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პაციენტების უმეტესობა სახლში რჩებოდა, თუმცა დაინფიცირდა… ასეთი სტატისტიკა ჩვენთვის შოკისმომგვრელია“ – ნიუ-იორკის გუბერნატორი

184
355333df294dc346b980039704526532

ნიუ-იორკის გუბერნატორის,  ენდრიუ კუომოს განცხადებით, ბოლო პერიოდში ჰოსპიტალიზებული კოვიდპაციენტები ძირითადად სახლიდან არ გადიოდნენ. „პაციენტების  66% ჰოსპიტალებში საკუთარი სახლებიდან მოხვდა. ისინი არც მოგზაურობდნენ და არც მუშაობდნენ. სახლში იყვნენ. ასეთი სტატისტიკა ჩვენთვის შოკისმომგვრელია“. – ამბობს კუომო. მისი განცხადებით, ნიუ-იორკის ყველა ჰოსპიტალს დაევალა აღრიცხვის წარმოება იმასთან დაკავშირებით, თუ საიდან გადაიყვანეს მათთან ესა თუ ის პაციენტი და სად იმყოფებოდნენ ისინი საავამდყოფოში მოხვედრამდე.

კვლევის შედეგების თანახმად, ახალი პაციენტების 66% ძირითადად სახლში რჩებოდა, 18% თავშესაფრებიდან, 4% შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დამხმარე დაწესებულებებიდან, ახალ პაციენტებს შორის მცირე რაოდენობით პატიმრები და უსახლკარო ადამიანები იყვნენ, 8%-ს კი მიენიჭა კვალიფიკაცია „სხვა“. საერთო ჯამში, მონაცემები 113 ჰოსპიტალიდან შეიკრიბა.

„ჩვენ ვფიქრობდით, რომ შეიძლება გაიზარდოს ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იმ ადამიანებს შორის, ვისაც მაინც უწევს სამუშაოდ წასვლა, ესენი არიან ექიმები, ექთნები, დისტრიბუტორები, სასურსათო მაღაზიების თანამშრომელბი და ა.შ, თუმცა ასე არ არის.  ახალი პაციენტების 66% სახლიდან თითქმის არ გადიოდა და ეს ჩვენთვის შოკისმომგვრელი ამბავია“.

როგორც ცნობილი გახდა, ბოლო დღეების განმავლობაში ჰოსპიტალიზებულ პაციენტებს შორის მხოლოდ 17% არის ამჟამად დასაქმებული. 37% პენსიონერი, 46% კი უმუშევარია.

აღნიშნულთან დაკავშირებით NBC News-თან კომენტარი გააკეთა მინესოტას უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიის პროფესორმა კუმი სმიტმაც, რომლის თქმითაც იგი გუბერნატორივით გაოცებული არ არის ამ შედეგით, რადგან ადამიანების უმეტესობა ამ ეტაპზე სახლში რჩება და შესაბამისად, ინფიცირებული პირებიც სახლში არიან, გარდა ამისა  თუ ოჯახის რომელიმე წევრი გარეთ სისტემატურად გადის, ის შესაძლოა ინფექციის შემომტანი გახდეს.

ენდრიუ კუომოს აზრით, აშშ-ის მთავრობა და საზოგადოება ინფექციის შესაჩერებლად ყველაფერს აკეთებს, რაც შესაძლებელია. „ ყველაფერი დაკეტილია. მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო. საზოგადოებამ ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო. ახლა ყოველი ჩვენთაგანის ჯერია აირჩიოს, თუ როგორ მოიქცევა. თუკი თქვენ ატარებთ ნიღაბს, იცავთ სოციალურ დისტანციას, რჩებით სახლში როდესაც შესაძლებელია, თუ იცავთ პირად ჰიგიენას და რეგულარულად იბანთ ხელებს, თუ ერიდებით კონტაქტს ასაკოვან ადამიანებთან, ესე იგი თქვენ ხართ მოქალაქე, რომელსაც პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს“.- აცხადებს გუბერნატორი.

ნიუ-იორკის შტატში ამ დროისათვის ახალი კორონავირუსით ინფიცირების 333,491 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 25,956 ადამიანი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები