LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაციენტებმა, რომლებიც კარანტინში გადაჰყავდათ, მინები ჩაამსხვრიეს: რას ჰყვება გოგო, რომელიც თვითიზოლაციაში გადაიყვანეს

3488
unnamed

გუშინ პარიზიდან ჩამოსული 11 პირი თვითიზოლაციაში გადაიყვანეს. ისინი გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდნენ.

ერთ-ერთი მათგანი, ანა ყიფიანი ამბობს, რომ მოქალაქეები თავდაპირველად აეროპორტში შეამოწმეს და გორის სამხედრო ჰოსპიტალში დაბალი ტემპერატურის გამო, გადამოწმების მიზნით, გადაიყვანეს.

მათგან ნაწილს უკვე ჩაუტარდა ტესტი კორონავირუსზე, პასუხები კი უარყოფითი იყო.

გოგონა აღნიშნავს, რომ საქართველოში ჩამოსვლისთანავე ყველაფერი სწრაფად და ორგანიზებულად გაუკეთეს. ამასთან, ის ყურადღებას ამახვილებს, მოქალაქეთა ქცევაზეც. როგორც ანა ყიფიანი ამბობს, პირები, რომლებიც კარანტინში ან თვითიზოლაციაში გადაჰყავთ ხშირად წინააღმდეგობის გაწევას ცდილობენ:

“გზაში ფანჯარასთან ვიჯექი და შემცივდა, მძღოლს ვთხოვე, ფანჯარა აეწია და მითხრა, რომ ვერ შეძლებდა, რადგან სხვა პაციენტებმა, რომლებიც კარანტინში ან თვითიზოლაციაში გადაჰყავდათ ფანჯრებს წიხლები დაუშინეს და ჩაამსხვრიეს. ახლა პერსონალი გაოცებულია, ჩვენ რომ მშვიდად ვსხედვართ. ყველანაირი კომფორტია, სად გვინდა, რა გვინდა, გვეკითხებიან ყველაფერს. გვეუბნებიან, რომ დაგვეხმარებიან ყველაფერში. ვერ ვხვდები, რატომ უნდა მოიქცე მათნაირად და რატომ უნდა ჩაამსხვრიო ფანჯრები. მათთვის კარანტინი წამებასთან ასოცირდება ალბათ და ვერ ვხვდებით, რატომ. ძალიან ცუდ მდგომარეობაში აგდებენ პერსონალს“, – განაცხადა ანა ყიფიანმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები