LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაემანზე დაპატიჟებული ქალის მკვლელობისთვის გასამართლებული მამაკაცი თბილისში იმალება – BBC

_102568939_hi048032308

საქართველოში იმალება კაცი, რომელიც დიდ ბრიტანეთში ქალის მკვლელობისთვის გაასამართლეს – ინფორმაციას BBC აქვეყნებს.

უცხოური მედიის ცნობით, ჯეკ შეფერდი, რომელიც გასული წლის ივლისში შარლოტა ბრაუნის მკვლელობაში ცნეს დამნაშავედ, საქართველოს დედაქალაქში, თბილისში იმყოფება.

გამოცემა წერს, რომ არსებობს ჩანაწერები, რომლებიც შეფერდის თბილისში შესვლას ადასტურებს, თუმცა რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ მან საქართველო დატოვა, არ არსებობს.

ჯეკ შეფარდს ბრალი ედება მდინარე ტემზაზე ნავის შეჯახების შედეგად, ქალის არაგანზრახ მკვლელობაში. შემთხვევა მდინარე ტემზაზე 2015 წლის 8 დეკემბერს მოხდა. ქალი მან პაემანზე დაპატიჟა, წყვილმა მდინარეზე ნავით გაისეირნა – ეს მათი პირველი შეხვედრა იყო. ნავი, რომელსაც შეფერდი მართავდა, გაურკვეველი მიზეზით ხიდს შეეჯახა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი წყალში გადავარდნენ. შეფერდმა გადარჩენა შეძლო, შარლოტა ბრაუნი კი, მდინარეში გარდაცვლილი იპოვეს.

გარდაცვლილი ქალის ოჯახი ითხოვს, ჯეკ შეფერდმა თავის დაუდევარი ქმედებებისთვის, პასუხი აგოს.

გასული წლის 26 იანვარს სასამართლომ 31 წლის მამაკაცი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ამის შემდეგ შეფერდი სასამართლო სხდომაზე აღარ გამოჩენილა. უცხოურ პრესასთან შეფერდის ადვოკატები არ საუბრობენ.

როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, საქმესთან დაკავშირებით ბრიტანელ სამართალდამცველებთან თანამშრომლობა მიმდინარეობს.

„ქართველ და ინგლისელ სამართალდამცველებს შორის მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა იმისთვის, რომ მოხდეს აღნიშნული პირის საქართველოში იდენტიფიცირება და შემდგომ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარება,“ – განუცხადეს „ფორტუნას“ შსს-ში.

 

გარდაცვლილი შარლოტა, რომელიც ლონდონში ბიზნეს განვითარების კონსულტანტი იყო
ნავი, რომლითაც წყვილმა გაისეირნა
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები