LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაკისტანში მატარებელს ხანძარი გაუჩნდა – დაღუპულია 62 მდე ადამიანი (ვიდეო)

88
123

პაკისტანში სამგზავრო მატარებელში ხანძარი გაჩნდა, რასაც 62 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 20 დაშავდა. დაშავებულთა ნაწილის მდგომარეობა კრიტიკულია.

„როიტერის“ ცნობით ხანძარი გაზის ავზის აფეთქებამ გამოიწვია და სამი ვაგონი განადგურდა.

შემთხვევა პანჯაბის პროვინციაში მოხდა. ადგილობრივი სამართალდამცავების ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის შემდეგ,  მგზავრთა ნაწილი მოძრავი მატარებლის ფანჯრებიდან გადახტომის შედეგად დაიღუპა. მატარებელი კარაჩიდან რავალპინდში მიემგზავრებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მგზავრები საუზმის მომზადებას ცდილობდნენ, რა დროსაც გადასატანი გაზქურა აფეთქდა.

ვაგონები, სავარაუდოდ, გადატვირთული იყო.