LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემია არ დასრულებულა. ეს არ არის ის გზავნილი, რომლის მოსმენაც გსურთ – ჯანმოს დირექტორი

157
delta

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „კოვიდ-19“-ის პანდემია არ დასრულებულა.

გაერო-ს ჯანმრთელობის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ასამბლეის წევრებს განუცხადა, რომ მსოფლიოში ინფიცირების მაჩვენებელი ჯერ კიდევ მზარდია და ვაქცინაცია სრულყოფილად არ მიმდინარეობს.

„დაფიქსირებული შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა მიმდინარე წლის იანვარში „ომიკრონის“ ტალღის პიკთან შედარებით, დაფიქსირებული სიკვდილიანობა ყველაზე დაბალია 2020 წლის მარტიდან მოყოლებული. ბევრ ქვეყანაში ყველა შეზღუდვა მოხსნილია და ცხოვრება ჰგავს პანდემიამდე პერიოდს. ასე რომ, პანდემია დასრულდა? არა, რა თქმა უნდა, არ დასრულებულა. მე ვიცი, რომ ეს არ არის ის გზავნილი, რომლის მოსმენაც გსურთ და ეს ნამდვილად არ არის ის, რისი გადმოცემაც მსურს. არ დასრულებულა არსად, სანამ არ დასრულდება ყველგან. დაფიქსირებული შემთხვევები იზრდება თითქმის 70 ქვეყანაში, ყველა რეგიონში. და ეს არის მსოფლიოში, სადაც ტესტირების მაჩვენებლები მკვეთრად დაეცა. ეს ვირუსი გვაოცებდა ყოველ ჯერზე და ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვიწინასწარმეტყველებთ მის გზას, ან მის ინტენსივობას. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ჩვენი კოლეგები მთელ მსოფლიოში რეაგირებენ „ებოლას“ გავრცელებაზე კონგოში, მაიმუნის ყვავილსა და ჰეპატიტზე, ასევე რთულ ჰუმანიტარულ კრიზისებზე ავღანეთში, ეთიოპიაში, სომალიში, სამხრეთ სუდანში, სირიის არაბთა რესპუბლიკაში, უკრაინასა და იემენში. ჩვენ ვაწყდებით დაავადებებს, გვალვას, შიმშილსა და ომებს, რაც გამოწვეულია კლიმატის ცვლილებით, უთანასწორობითა და გეოპოლიტიკური მეტოქეობით“, – აღნიშნა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები