LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პანდემია, როგორც შესაძლებლობა“ – თბილისის საკრებულოს ახალი კონკურსი

1076
Slide1

„პანდემია, როგორც შესაძლებლობა“ – ამ სახელწოდებით, თბილისის საკრებულომ გუნდურად შექმნილი სამოყვარულო ვიდეორგოლების კონკურსი გამოაცხადა. კონკურსი მიზნად სკოლის მოსწავლეების მხრიდან კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული გლობალური რისკის შეფასებას, პანდემიის მართვასა და მის პრევენციაში მოზარდების  და  საზოგადოების როლის გააზრებას ისახავს. ამასთან, პროექტის მიზანია პანდემიის პერიოდის პოზიტიურ ჭრილში განხილვა  და  ბავშვების დახმარება იმ იდეების, სიახლეების, საინტერესო გეგმების რეალიზაციაში, რომლებიც პანდემიის პერიოდში დაუგროვდათ.

კონკურსი მონაწილეებს  ახალი ნიჭის, შესაძლებლობების აღმოჩენის და ინტერესების გამოვლენის შანსს მისცემს. გარდა ამისა, მოზარდებში გააძლიერებს მოტივაციას, საკუთარი ძალისხმევა თავიანთი და საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვისა და კეთილდღეობისკენ მიმართონ.

კონკურსში „პანდემია, როგორც შესაძლებლობა“ მონაწილეობას თბილისის საჯარო და კერძო  სკოლების მონაწილეები შეძლებენ. მათ საკონკურსო ნამუშევრები კომისიას მიმდინარე წლის 2 ივნისიდან – 20 ივნისის ჩათვლით, მოკლე სამოყვარულო ვიდეოების  სახით (1.5 წთ. – 3 წთ. ხანგრძლივობის) მითითებულ მისამართზე [email protected]  უნდა მიაწოდონ. საკონკურსო ნამუშევრები კონკურსისათვის საგანგებოდ შექმნილ ფეისბუქ პლატფორმაზე: კონკურსი – პანდემია, როგორც შესაძლებლობა  აიტვირთება.

კონკურსის ფარგლებში, კომპეტენტური ჟიური გამოავლენს 3 გამარჯვებულ გუნდს, ხოლო კონკურსის Facebook გვერდის საშუალებით, გამოვლინდება მეოთხე გამარჯვებული გუნდი ნომინაციაში „ხალხის რჩეული“. ნომინაციაში „ხალხის რჩეული“ გამარჯვებული გუნდი იქნება ის, რომელიც 21 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით ყველაზე მეტ მოწონებას მიიღებს.

საკონკურსო ნამუშევრების შეფასებისას, ჟიური  შემდეგი კრიტერიუმებით იხელმძღვანელებს:

• პოზიტიური ხედვა

• კრეატიული მიდგომა

• სცენარი და შინაარსი

გამარჯვებული გუნდები და სკოლები მიიღებენ სპეციალურ სიგელებსა და მხარდამჭერი კომპანიების მიერ საჩუქრებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები