LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემია, როგორც შრომითი ბაზრის მტერი – ვინ და როგორ დაკარგა სამსახური – ფაქტები და გამოსავალი

180
დაკეტვა

შრომითი ბაზარი საქართველოში ყოველთვის სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ალბათ, არასდროს ყოფილა პერიოდი, როცა დასაქმების პრობლემაზე არ გვისაუბრია, როცა ათასობით უმუშევარი არ გვყოლია და როცა მინიმალური ხელფასის მოთხოვნა დღის წესრიგში არ დამდგარიყო. ამ თემებს “ფორტუნა” ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობდა, მაგრამ ახლა განსაკუთრებით აქტუალური ეს საკითხი მას შემდეგ გახდა, რაც ქვეყანა კორონაპანდემიამ მოიცვა.

ყველას გვახსოვს, რომ პანდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ იარაღად ბიზნესის დაკეტვა მიიჩნეოდა, რასაც თავისი ლოგიკური შედეგები მოჰყვა. ხალხი სამსახურს კარგავდა, ნაწილს ხელფასი უმცირდებოდა, ზოგს კი უხელფასო შვებულებაში უშვებდნენ.

როგორც გავარკვიეთ, მთელ რიგ შემთხვევებში, მოქალაქეების შრომითი უფლებები ირღვეოდა. მიუხედავად პანდემისაა, იურისტები გვეუბნებიან, რომ აუცილებელია ყველა წესის და კანონის დაცვა, რაც მათივე თქმით, ხშირად არ ხდებოდა. რა უნდა იცოდეთ, როცა სამსახურში პრობლემა შეგექმნებათ, როცა თვლით, რომ უკანონოდ გათავისუფლებენ და მიგაჩნიათ, რომ თქვენი უფლებები ირღვევა – ამ თემებზე ჩვენ კონკრეტულ ქეისებს მოგიყვებით და იურისტის რჩევებს გაგიზიარებთ.

 

რას უყვება “ფორტუნას” დაზარალებული

 

“ფორტუნა” იმ პირს დაუკავშირდა, რომელმაც სწორედ პანდემიის დროს დაკარგა სამსახური, თუმცა, ამ შემთხვევაში მის უმუშევრობაში მხოლოდ კოვიდ 19-ს არ მიუძღვის წვლილი. ჩვენ გავარკვიეთ, რომ მძიმე ეპიდვითარების დროსაც დამსაქმებელს ეკისრება პასუხისმგებლობა, ყველა ის კანონი დაიცვას, რაც დასაქმებულის შრომით უფლებებს უკავშირდება. ამ შემთხვევაში, ჩვენ წარმატებული ქეისის მაგალითს მოგიყვებით.

რა შემთხვევაში აჯარიმებენ დამსაქმებელს და რა უნდა იცოდნენ მოქალაქეებმა შრომით უფლებებზე

"სასურველი იქნებოდა მომხდარიყო ადამიანების მეტი ინფორმირებულობა ამ მიმართულებით"

მაკა, 25 წლის (სახელი შეცვლილია): “მე კვების ერთ-ერთ ობიექტში ვმუშაობდი, ვიყავი მიმტანი. პანდემიის დროს, როგორც სხვა კომპანიებში, აქაც რთული ვითარება იყო. მაშინ როცა “ლოქდაუნი” იყო, ჯერ უხელფასო შვებულებაში გამიშვეს ჩემი თანხმობის გარეშე, მოგვიანებით კი გაფრთხილების გარეშე სამსახურიდან გამათავისუფლეს. ამ ობიექტში დაახლოებით ნახევარი წლის განმავლობაში ვმუშაობდი.

მე, რა თქმა უნდა, მივმართე ადვოკატს დახმარებისთვის, რომელმაც სასამართლოს მიმართა ჩემი სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით. საბოლოოდ, სასამართლომ დააკმაყოფილა ადვოკატის მოთხოვნა, ანაზღაურებას რაც შეეხება, ამ თანხამ 12 ათასი ლარი შეადგინა. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ დამსაქმებლის არგუმენტი და მითითება, რომ ეს იყო ფორსმაჟორი, სასამართლომ ლეგიტიმურად არ მიიჩნია“.

 

 

რა უნდა იცოდეთ, რომ თქვენი შრომითი უფლებები დაცული იყოს

 

ადვოკატი ვახტანგ მთიულიშვილი გვეუბნება, რომ კორონაპანდემიის დროს ყველაზე მეტად სამი სფერო დაზარალდა: ტურიზმი, კვების ობიექტები და გასართობი ცენტრები. მისი თქმით, ამ პერიოდში ბევრი პრობლემა გაჩნდა, მათ შორის ადვოკატებს ხშირად შრომითი უფლებების დაცვის თხოვნით მიმართავენ.

გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულ ქართველებს, სხვა დამსაქმებელთან გადაიყვანენ

"გერმანიის დასაქმების ფედერალური სააგენტო წუხილს გამოთქვამს ამ პრობლემასთან დაკავშირებით"

“ჩემს პრაქტიკაში გამოიკვეთა, რომ ძირითადად ე. წ. უხელფასო შვებულებების მიზეზით ათავისუფლებენ სამსახურიდან.

კვების ობიექტებში დასაქმებულები ხშირად მიდიან სამსახურში და მათ მოულოდნელად ეუბნებიან, რომ აქ აღარ მუშაობთ. ასეთ დროს, პირველ რიგში დამსაქმებელს უნდა მოვთხოვოთ საფუძვლები, რატონ გვათავისუფლებს. ანუ ჯერ მიზეზები გავიგოთ, პირდაპირ სასამართლოში ვერ წავალთ. გარდა ამისა, დამსაქმებელთან ხელშეკრულების დადების დროს დეტალურად გაეცნონ დოკუმენტს და შემდეგ მოაწერონ ხელი. თუ მაინც აღოჩნდებიან ასეთ რთულ ვითარებაში, როცა კონფლიქტია, აქ უკვე იურისტი უნდა ჩაერთოს”, – ამბობს მთიულიშვილი.

რამდენად შესაძლებელია, რომ ყველა საქმე დასაქმებულის სასარგებლოდ დასრულდეს – ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა რთულია. როგორც იურისტები გვეუბნებიან, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის მნიშვნელოვანია ყველა მოქალაქემ იცოდეს, რაზე აწერს ხელს, რას ითვალისწინებს შრომითი ხელშეკრულება და თუ მას რომელიმე პუნქტი არ მოსწონს, დამსაქმებელთან ყველა დეტალი განიხილოს და ხელიც მხოლოდ ამის შემდეგ მოაწეროს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები