“ნუ შეშინდებით, მეორე პანდემია დიდი ხნის განმავლობაში არ იქნება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, პერიოდულად სხვადასხვა ტიპის ვირუსები გამოჩნდება, თუმცა არცერთი მათგანი ეპიდემიის წყარო დიდი ხნის განმავლობაში არ გახდება.

ამირან გამყრელიძემ ხაზი გაუსვა, რომ 21-ე საუკუნის მთავარი გამოწვევა სხვადასხვა, ახალწარმოშობილი დაავადებები და ინფექციებია.

“ნაკლები შეზღუდვა, მეტი თვითშეგნება: კორონავირუსმა განიცადა მუტაცია და შეიძლება უფრო გადამდები იყოს“ – პაატა იმნაძე

“ე.წ. ახალწარმოშობილი დაავადებები და ინფექციები გახლავთ 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომელიც მოჰყვება იმ პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს ჩვენს ეკოლოგიაში, გლობალური დათბობა, კლიმატის ცვლილება და ა.შ. ამ ტიპის ვირუსები ჩნდება პერიოდულად, მაგრამ მათი ძალიან მცირე ნაწილი ხდება ადამიანისთვის გადამდები და შემდგომ ეპიდემიის ან პანდემიის წყარო. ამიტომ ნუ შეშინდებით, მეორე პანდემია დიდი ხნის განმავლობაში არ იქნება. როდესაც კორონავირუსულ პანდემიას მოვილევთ, დარწმუნებული ვარ, ახალგაზრდა თაობა მეორე პანდემიას აღარ მოესწრება”, – აცხადებს ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და 928 გახდა.

დავირუსებული მძღოლები, კარანტინი შემოსულებისთვის და კონტროლირებადი ვითარება – ამირან გამყრელიძე დამშვიდებას არ გვირჩევს

ნატა კალანდაძე
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05