LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიის ეფექტი – ქართულ აეროპორტში მგზავრების რაოდენობა 2005 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდა

115
117162763-3050069778423795-1585219142861600623-o

TAV Georgia ქართულ ბაზარზე მგზავრთნაკადის რეკორდულ შემცირებაზე აცხადებს.

„TAV Georgia საქართველოს ბაზარზე 15 წელია ოპერირებს. კომპანიამ პირველი ინვესტიცია 2005 წელს განახორციელა და ის წელი ჩვენ ჩავხურეთ 445 ათასი მგზავრით. სიმბოლურია, ალბათ, რომ ახლა – 2020 წლის სექტემბერში, ჩვენ სწორედ ამ კოვიდ გამოწვევის გამო, დავუბრუნდით 2005 წლის მონაცემებს და 2005 წლის ციფრებს“, – ამის შესახებ „საქმიანი დილის“ ეთერში თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილემ თეა ზაქარაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, TAV Georgia-თვის პანდემია გამოწვევა ნამდვილად არის. „ის სიცარიელე და სიჩუმე რაც აეროპორტშია, ჩვენთვის ძალიან მძიმეა”, – ამბობს ზაქარაძე.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო ოპერატორმა კომპანია TAV Georgia საქართველოს მთავრობისგან იმ 7 თვიანი პერიოდის, როდესაც აეროპორტები ფაქტობრივად გაჩერებული იყო, ფორსმაჟორად აღიარებას ითხოვს. როგორც ირკვევა, TAV Georgia-მ ეკონომიკის სამინისტროს აღნიშნული პერიოდის ფორსმაჟორად აღიარებისთვის უკვე მიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები