LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიის გამო, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ვირტუალურ ფორმატში ჩატარდება

62
shutterstock-563134312

პანდემიის გამო, შვეიცარიაში, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი წელს ვირტუალურ ფორმატში ჩატარდება. “ამ გადაწყვეტილების მიღება არ იყო ადვილი, მით უფრო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიო ლიდერების ერთად შეკრება, რათა ერთად გამონახონ გამოსავალი და იმსჯელონ პოსკოვიდურ ეპოქაში გადატვირთვის გზებზე. ექსპერტები კი ირწმუნებიან, რომ იანვარში ამ მასშტაბის თავყრილობა არ იქნება უსაფრთხო”, – აცხადებენ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის წარმომადგენლები.

წელს, გლობალური ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, ფორუმის დღის წესრიგშიც შესაბამისად მოხვდა შემდეგი საკითხები: მზარდი უმუშევრობა და ვალები, შემოსავლებში უთანასწორობა და კლიმატის ცვლილებები.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი წელს 25 იანვრიდან 29 იანვრამდე პერიოდში იმართება.

ფორუმში მონაწილეობას იღებენ სახელმწიფოთა მეთაურები, სამოქალაქო საზოგადოების, გლობალური მედიის ლიდერები და ახალგაზრდების წარმომადგენლები სხვადასხვა კონტინენტიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები