LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიის გამო, იაპონიაში რესტორნებს ალკოჰოლით მომსახურებისგან თავის შეკავება ევალებათ

38
@‹Ù‹}Ž–‘Ԑ錾”­—ß‚©‚ç‚PTŠÔAƒ}ƒXƒNŽp‚Å“Œ‹žEa’J‚̃XƒNƒ‰ƒ“ƒuƒ‹Œð·“_‚ð•à‚­l‚½‚¿‚P“úŒßŒã

იაპონია, პანდემიის გამო, დაწესებულ საგანგებო შეზღუდვებს ახანგრძლივებს. გავრცელებული ინფორმაციით, რეგულაციები 30 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ქვეყნის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილების მიზანი დაინფიცირების შემთხვევების შემცირება და საავადმყოფოების გადატვირთვისგან დაცვაა.

დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში, რესტორნებს ყოველდღიურად ადრე დახურვა და ალკოჰოლით მომსახურებისგან თავის შეკავება ევალებათ. გარდა ამისა, იაპონიის ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, იმუშაონ სახლიდან და თავი შეიკავონ მოგზაურობისგან.

შეგახსენებთ, იაპონია კორონავირუსის მეხუთე ტალღას ებრძვის და მთავრობამ გასულ თვეში შეზღუდვები 12 სექტემბრამდე გაახანგრძლივა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები