LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიის მართვის პროცესში დაავადებათა კონტროლის ცენტრის როლი უმნიშვნელოვანესია: ზურაბ აზარაშვილი

78
ახალი მინისტრი ლუგარში

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრმა ცენტრის გენერალურ დირექტორთან, ამირან გამყრელიძესთან შეხვედრა გამართა და კოვიდის ახალი შტამის, „ომიკრონის“ გავრცელებასთან დაკავშირებით, პროგნოზები პირადად მოისმინა.

სამინისტროს ინფორმაციით, ზურაბ აზარაშვილმა რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრიც დაათვალიერა და თანამშრომლებთან მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ჯანდაცვის მინისტრმა მათ მხარდაჭერა აღუთქვა და განაცხადა, რომ პანდემიის მართვის პროცესში დაავადებათა კონტროლის ცენტრის როლი უმნიშვნელოვანესია.

„პანდემიის მართვის პროცესში დაავადებათა კონტროლის ცენტრის როლი უმნიშვნელოვანესია, ასევე მნიშვნელოვანია მათი როლი სხვადასხვა დაავადებების პრევენციის და მართვის კუთხით.

თანამშრომლებთან ერთად განვიხილეთ სამომავლო გეგმები, თუ რა ნაწილში შეიძლება იყოს უფრო გააქტიურებული სამინისტროს ჩართულობა. ჩემი მხრიდან მათ ყველანაირი მხარდაჭერა ექნებათ“ , – აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრთან ერთად დაავადებათა კონტროლის ცენტრში, პირველი მოადგილე თამარ გაბუნიაც იმყოფებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები