LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიის მიუხედავად, ქედაში ხილის გადამამუშავებელი 2 საწარმო შენდება

70
128154215-3667315036623793-5783730599760745948-o

ქედის მუნიციპალიტეტში ხილის გადამამუშავებელი ორი საწარმო შენდება. ,,ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ორი სასოფლო-სამეურნეო პროფილის საწარმოს მშენებლობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გლობალური პანდემიის მიუხედავად არ ჩერდება მსგავსი პროექტები. ყველა პროექტი რომელიც სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობით ხორციელდება უნდა იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი და სარგებლის მომტანი ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის“ – აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე.

ცნობისთვის, სოფელ ძენწმანში მშრალი ხილის საწარმოს მშენებლობას დონორი ორგანიზაციები და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო უჭერს მხარს. საგრანტო კონკურსის ფარგლებში, საწარმო 100000 ლარით დაფინანსდა. საწარმოში 50-ზე მეტი ადგილობრივი დასაქმდება.

ასევე, მიმდინარეობს ხილის გადამამუშავებილი საწარმო ,,დოლოგანის’’ მშენებლობა. პროექტი ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერით და ქედა ‘’ლიდერი”-ს ფარგლებში ხორციელდება. საწარმოში 14 ადგილობრივი დასაქმდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები