LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიის მიუხედავად, საახალწლოდ ქართველებმა მაინც დიდი რაოდენობით ოქროს ნაკეთობები შეიძინეს

271
228406-1600x1068-jewelry-stores-that-buy-gold

ოქროთი მოვაჭრეები გაყიდვების გაზრდილ მაჩვენებლებზე საუბრობენ. „საქმიანი დილის“ ეთერში გასულ სიუჟეტში ისინი ამბობენ, რომ ძვირფას ლითონზე მომატებული ღირებულების მიუხედავად, დეკემბერ-იანვარში ოქროზე მოთხოვნა ყოველთვის იზრდება, თუმცა პანდემიის პერიოდში, წლევანდელი სადღესასწაულო პერიოდი, რეალიზაციის კუთხით გამორჩეული იყო.

„საახალწლოდ ხალხს ყოველთვის თადარიგი აქვს იმისთვის, რომ ოქროული საჩუქრად შეიძინოს. რაც შეეხება ოქროს ფასს, გასულ წლებთან შედარებით, მომატებულია, თუმცა, ამის მიუხედავად, დეკემბერ-იანვარში მეტი ადამიანი ყიდულობს ოქროს, რადგან, როგორც ჩანს, საქართველოში ოქროს მოყვარული ხალხი ცხოვრობს“, – განაცხადა „ოქროს კიდობნის“ მოვაჭრე ნინო გაჩეჩილაძემ.

ოქროთი მოვაჭრეები „საქმიანი დილის“ სიუჟეტში ყველაზე მოთხოვნად ნაკეთობებსაც ასახელებენ და ამბობენ, რომ ესენია: ბეჭდები, სამაჯურები და გულსაკიდები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები