LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანიკური შიშები!  – ფსიქოთერაპევტი ნინო მენაღარიშვილი სიმპტომებზე

doctor

ექიმი–ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი და ფსიქოანალიტიკოსი ნინო მენაღარიშვილი პანიკური შიშის სინდრომის შესახებ საუბრობს, ვოდეოს სოციალურში „ინტერკლინიკის” ოფიციალური “ფეისბუქ”– გვერდი ავრცელებს:

„ჯანსაღი მდგომარეობა არის ისეთი მდგომარეობა, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს, ჰარმონიულად იყოს საკუთარ თავთან და შეძლოს თავისი პოტენციალის რეალიზება. მენტალური ჯანმრთელობის დიაგნოსტიკის საკმაოდ ვრცელი სია არსებობს. ყველაზე ხშირი გამოვლინება არის პანიკური შიში. ეს გახლავთ მწვავე შფოთვითი მდგომარეობა, რომელიც იწყება უცებ და მიმდინარეობს რამოდენიმე წუთით ან რამდენიმე საათის განმავლობაში. ამ დროს ძირითადი წამყვანი სიმპტომია შიში, ძირითადად სიკვდილის შიში. შიში, რომ არ გავგიჟდე და ადამიანს უჩნდება დაუცველობის შეგრძნება. ამას თან ახლავს ფიზიკური შეგრძნებები, როგორიცაა გულის აჩქარება, სუნთქვის გაძნელება, კანკალი, ოფლიანობა და თუ ეს შეტევა მწვავედ მიმდინარეობს, ადამიანი ფაქტობრივად პარალიზებულია. ის მთლიანდ მოცულია იმ დაუცველობის შეგრძნებით, რომელსაც მიჰყავს გაშეშებამდე. ყველაზე დიდი რისკია, რომ ადამიანი წყვეტს თავის სოციალურ და პროფესიულ კავშირებს.  თუ ასეთი მდგომარეობა ნაცნობია ჩვენთვის, ამ მდგომარეობას აქვს სახელი და არსებობს გამოსავალი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები