LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პაპანაქება სიცხეში, უკონდენციონერო ოთახებში პირბადეებით… ბევრი სასწრაფოს მანქანა დადგება საგამოცდო შენობების წინ…“

206
BeFunky-collage (4)

მოლოდინი, რომ მოქალაქეები საზოგადოებრივ ტრანსპორტში მთავრობის მიერ დაწესებულ ნორმებს მკაცრად იცავენ, არ გამართლდა. ამ თემაზე ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის ბრიფინგზე ისაუბრა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის შემდეგ მოქალაქეების მიერ რეკომენდაციების დაცვის საკითხი კვლავ განხილვის თემაა სოციალურ ქსელშიც.

ჟურნალისტი ირა გოგოსაშვილი წერს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მსხვილი მარკეტები დღითიდღე საშიში ხდება ადამიანების ჯანმრთელობისთვის.

გთავაზობთ მის სტატუსს:

“საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მსხვილი მარკეტები
დღითიდღე საშიში ხდება ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის!
პირბადის სავალდებულო ტარება იწვევს ჰაერის უკმარისობას და უკვე სახეზეა,არათუ რიგითი მოქალაქეების არამედ მარკეტის თანამშრომელთა (დღეში რამდენჯერმე}ცუდად გახდომის, გულის წასვლის შემთხვევები!
ზაფხული სიცხეების მატებასთან ერთად, გუშნწინ იგივე დაემართა ჩემს შვილისშვილს, რომელიც გაკვეთილიდან შინ ბრუნდებოდა.. რათქმაუნდა ავტობუსში კონდენციონერი გამორთული იყო და მხოლოდ ფანჯარასთან სასწრაფოდ მიყვანის შემდეგ მოსულიერდა!
წინ ეროვნული გამოცდებია
პაპანაქება სიცხეში, აბიტურიენტები დახურულ სივრცეში ,უკონდენციონერო ოთახებში პირბადეებით ისხდებიან კომპიუტერებთან!
საგამოცდოდ დილის 8 საათზე უნდა გავიდნენ სახლებიდან რომ რეგისტრაცია გაიარონ!გამოცდები იწყება მოგვიანებით, სადღაც 11-12 საათზე!

ამ ყველაფერს ემატება ნერვიულობა, გამოცდის ხანგრძლივობა (3 საათი} და იქნებ განათლების სამინისტრომ დროულად გვაუწყოს როდის იქნება ეროვნული გამოცდები,რათა ბავშვები ვამეცადინოთ უჰაერო სივრცეში ადაპტაციისთვის?
გული მიგრძნობს, ბევრი სასწრაფო დახმარების მანქანა დადგება საგამოცდო შენობებთან და წინასწარ დაიჭიროს თადარიგი ჯანდაცვამ!”- წერს ირა გოგოსაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები