პაპანწყურე (იგივე პაპანწყვილი) – ასე ჰქვია ნაკლებად ცნობილ ტბას საქარველოში, რომელზეც შესაძლოა, ჯერ არაფერი გსმენიათ, თუმცა, თუ ნახავთ – ის თქვენს გონებაში სამუდამოდ დარჩება.

პაპანწყურე (პაპანწყვილი) – ეს არის ტბა, რომელიც თავისი სილამაზით გიპყრობს და გიმონებს, გიზიდავს და თავის სიღრმეში გიტოვებს“ – ასე აფასებენ აღნიშნულ ტბას ადამიანები, რომლებმაც სამეგრელოში იმოგზაურეს და ეს ტბა უკვე იხილეს.

პაპანწყურე ხობის რაიონის სოფელ ხეთაში მდებარეობს. სოფლის მაცხოვრებლები განსაკუთრებულად უფრთხილდებიან ამ განძს და ამბობენ, რომ პაპანწყურეს დიდი ტურისტული პოტენციალი გააჩნია.

იდუმალი და მისტიკური, კამკამა ტბა ტყის შუაგულში მდებარეობს და ირეკლავს ყველაფერს, ხილულს და უხილავს…

ლეგენდა პაპანწყურეზე

პაპანწყურე მეგრულად დაახლოებით ასე ჟღერს: „ჩაძირული მღვდელი“. ადგილობრივები ამ ტბაზე უამრავ ლეგენდას ყვებიან. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, აქ ერთი მღვდელი ცხოვრობდა, რომელსაც მუშები ჰყავდა დაქირავებული, რადგან სახლს აშენებდა. საღამოს, სამუშაოს მერე მღვდელმა მუშებს ძაღლის ხორცი აჭამა, ისე რომ მათ ეს არ იცოდნენ.  როდესაც მუშები წავიდნენ, მღვდელმა ფანდურზე დაამღერა ის ამბავი, თუ როგორ გააცურა მუშები. იქვე მონადირემ ჩამოიარა, ეს რომ მოისმინა მღვდელი დაწყევლა, რის გამოც იქაურობა ჩაიძირა და ტბა იქცა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ეს კომუნისტების დროს შეთხზული ლეგენდაა, სინამდვილეში კი, ისტორიული წყაროების მიხედვით, ეს ტბა წმინდა ტბაა და აქ ადრე ხალხს ნათლავდნენ.

მსგავსი თემები