LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპარაცებმა ანჯელინა ჯოლი შვილთან ერთად შოპინგის დროს დააფიქსირეს

226
angelinajolinewsss

45 წლის ვარსკვლავი თვითიზოლაციაში აღარ არის. ანჯელინა ჯოლი და მისი ქალიშვილი ვივიენი პაპარაცებმა შოპინგის დროს გადაიღეს. ლოს-ფელისის რაიონში, საკუთარი სახლის სიახლოვეს დედა-შვილი ზოომაღაზიაში შინაური ცხოველებისათვის საჭმელს ყიდულობდა. ორივე მათგანს დამცავი პირბადე და ხელთათმანები ეკეთა.

აღსანიშნავია, რომ ვივიენი და მისი ტყუპისცალი ძმა ნოქსი ძალიან მალე მე-12 დაბადების დღეს იზეიმებენ, ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენა კი მათი მამის, ბრედ პიტის გარეშე ცხადია არ ჩაივლის. რამოდენიმე დღის წინ პაპარაცების კამერებმა ბრედ პიტიც დააფიქსირეს, რომელიც ყოფილი ცოლის სახლს ტოვებდა. როგორც ჩანს, საკმაოდ მძიმე განქორწინების პროცესის შემდეგ ანჯელინას და ბრედს ურთიერთობა გაუუმჯობესდათ და ტყუპების დაბადების დღის წვეულებასაც ერთობლივად გეგმავენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები