LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპუაშვილი ჩანაწერებზე: რუსული პროპაგანდისტული ხრიკის ეპიცენტრში ვიმყოფებით

48
1612169821-შალვა-პაპუაშვილი

“ქართული ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი  სავარაუდოდ სუს-იდან გავრცელებული ჩანაწერების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ ქვეყანა რუსული პროპაგანდისტული ხრიკის ეპიცენტრშია.

როგორც პაპუაშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, აღნიშნული ქმედებების ავტორებს სურთ, საზოგადოებას დააბნიონ, შეიტანონ შფოთი, გააღვივონ უნდობლობა და ქვეყანაში არაფერი დატოვონ წმინდა – არც სახელმწიფო, არც ეკლესია და არც ადამიანი:

‘”ამდენი ხანია ვსაუბრობთ, რომ რუსული პროპაგანდის მთელი იდეა არის ზღვარის წაშლა სიცრუესა და სინამდვილეს შორის. ჩვენ ვიმყოფებით რუსული პროპაგანდისტული ხრიკის ეპიცენტრში, როდესაც ყოველდღე რაღაც ტექსტებს გვთავაზობენ და ჩვენ ვერ ვხვდებით, რა არის სიმართლე და რა არა. ეს საზოგადოების დაბნეულობას იწვევს და მათი მიზანიც სწორედ ეს გახლავთ.

მათ სურთ, რომ საზოგადოებას დააბნიონ, შეიტანონ შფოთი, გააღვივონ უნდობლობა ყველაფრის და ყველას მიმართ, ამ ქვეყანაში არაფერი დატოვონ წმინდა – არც სახელმწიფო, არც ეკლესია, არც ადამიანი.” – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, 13 სექტემბერს ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადებისა და მოსმენის ამსახველი ფაილები გავრცელდა. ჩანაწერები მოიცავს პირადი ხასიათის ინფორმაციას სინოდის წევრებზე, პატრიარქის მოსაყდრეზე, მღვდელმთავრებზე, მათთან დაკავშირებულ პირებზე. ჩანაწერების მიხედვით, ასევე უსმენდნენ ჟურნალისტებსაც.