LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპუაშვილი დეგნანზე: შესაძლოა, საქმე გვქონდა ზეწოლასთან – მაქვს მოლოდინი, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხით დაინტერესდება

165
შალვა პაპუაშვილი და კელი დეგნანი

„მოსამართლის ძალიან მძიმე განცხადება მოვისმინეთ. ნაცვლად განმარტებისა, სამწუხაროდ, ბუნდოვანებაა შენარჩუნებული“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მოლოდინი აქვს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხით დაინტერესდება.

კობახიძე: ელჩისგან ველოდით პასუხს, რომ საელჩოდან მოსამართლეზე ზეწოლა არავინ უკადრია, მოსამართლეზე ზეწოლას შეიძლება საკანონმდებლო რეაგირება დასჭირდეს 

"ჩვენ წარსულში არაერთხელ გვითქვამს, როცა კამპანია აგორებული იყო ზეწოლასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის საელჩოდან ამას არავინ იკადრებდა", - აცხადებს კობახიძე.

„მოვისმინეთ მოსამართლის ძალიან მძიმე განცხადება, რომ შესაძლოა, საქმე გვქონდა ზეწოლასთან და ასევე, შესაძლოა, საქმე გვქონდა დისკრიმინაციულ მიდგომასთან მოსამართლის მიმართ. ამაზე, ნაცვლად განმარტებისა, სამწუხაროდ, ბუნდოვანებაა შენარჩუნებული.

ჩემთვის, როგორც გულშემატკივრისთვის, აშშ-ის ჩართულობისა მართლმსაჯულების სისტემის განვითარებაში და ვიცი წლების განმავლობაში რამხელა ენერგიაა ჩადებული აშშ-ის მხრიდან ამ საქმეში, მნიშვნელოვანია ჩრდილი არ მიადგეს ამ დახმარებას და მე მექნებოდა მოლოდინი, რომ ამ მხრივ აშშ-ის საელჩო იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და თუ საჭიროა განმარტებების გაკეთება მოსამართლის მიმართ პირადად თუ საჯაროდ, გამონახოს ფორმა და ეს განმარტებები გააკეთოს.

ასევე მაქვს მოლოდინი, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო დაინტერესდება ამ საკითხით, ვინაიდან საქმე ეხება საქართველოს მოსამართლეს და მნიშვნელოვანია, აქ რაიმე ბუნდოვანება და კითხვის ნიშანი არ დარჩეს, ეს აშშ-სთან ჩვენი პარტნიორული ურთიერთობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და როგორც გულშემატკივარი ამ პარტნიორობისა, იმედი მაქვს უფრო მეტი გამჭვირვალობა იქნება.“– განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც გვარამიას საქმეზე განაჩენი გამოაცხადა, შეხვედრა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელთან ჰქონდა, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებს, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით რატომ გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.

ამავე თემაზე:

საელჩოსგან იყო შემოთავაზება, ჩვენი შეხვედრა ყოფილიყო კონფიდენციალური. საუბრიდან ერთ საათში 20-მდე ჟურნალისტი დამიკავშირდა პირდაპირი შეკითხვით – რატომ დაიბლოკეთ  ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში? – ლაშა ჩხიკვაძე

არაერთი გახმაურებული საქმის მოსამართლე ვარ. გადაწყვეტილების მიღებამდე და მისი მიღების შემდეგაც მიდიოდა ენით აუწერელი ზეწოლა და ლანძღვა-გინება ჩემი და ჩემი ოჯახის, ჩემი შვილების: მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე

კელი დეგნანი მოსამართლის განცხადებაზე: ნებისმიერი ვარაუდი, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში, სიმართლეს არ შეესაბამება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები