LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარადოქსია, რომ ობიექტზე მიმსვლელი ადამიანი ვალდებულია დაიცვას „მწვანე ბარათის“ პირობები, ხოლო დამხვედრი არ არის ვალდებული – ბურჯანაძე

88
20211027155610

პარადოქსული არის ის, რომ ობიექტზე მიმსვლელი ადამიანი ვალდებულია დაიცვას „მწვანე ბარათის“ პირობები, ხოლო დამხვედრი არ არის ვალდებული აკმაყოფილებდეს კრიტერიუმებს. ვფიქრობ, რომ ეს ვითარება შეიცვლება და კორექტირება მოხდება, რადგან ეს არის წარმოუდგენელი“, – განაცხადა „რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძემ მედიაცენტრ „მთავარში“.

მისივე განმარტებით, საჭიროა „მწვანე ზონების“ შექმნა, რაც განაპირობებს იმუნიზაციის პროცესის დაჩქარებას, როგორც ობიექტზე მიმსვლელთათვის, ასევე პერსონალისთვისაც და ასევე მოხსნის იმ შეზღუდვებს, როგორიც არის მაგალითად რესტორნებისთვის წვეულებების ჩატარების აკრძალვა.

„მწვანე ზონაში“ დამხვედრიც, მიმსვლელიც, უნდა აკმაყოფილებდეს კრიტერიუმებს. ეს კრიტერიუმები იგივე იქნება, რაც სტუმრის შემთხვევაში ობიექტზე შესვლისას „მწვანე ბარათის“ მფლობელს უნდა გააჩნდეს. ეს, „უსაფრთხო ზონის“ შექმნის აუცილებლობა განაპირობებს იმას, რომ გარკვეულწილად იმუნიზაციის პროცესი დაჩქარდეს, რაც ყველაზე მთავარი პირობა არის „მწვანე ზონების“ და „მწვანე ბარათების“ შექმნის, მეორე ის, რომ ის შეზღუდვები მოიხსნას, რა შეზღუდვებიც არსებობს ამა თუ იმ სფეროსთვის და ეკონომიკაში ფული უფრო მეტად დატრიალდეს. მაგალითად, დღეს თუ რესტორანს გააჩნია პირობითად შეზღუდვა, რომ მას არ შეუძლია „ივენთის“, ქორწილის ჩატარება, „უსაფრთხო ზონა“ თუ შეიქმნება, ამ შემთხვევაში მას უნდა ჰქონდეს ამის უფლება, რომ ჩაატაროს ქორწილი“, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები