LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზი კვლავ ,,წითელი ზონაა”- საფრანგეთიდან ბრიტანეთში ჩასულებს კარანტინის გავლა მოუწევთ

88
Capture

საფრანგეთში კორონავირუსის შემთხვევები ყოველდღიურად მატულობს.  ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების გამო, მთავრობამ დედაქალაქი პარიზი და მარსელის გარშემო ბუშ-დიუ-რონის ტერიტორია კვლავ “წითელ ზონად” გამოაცხადა, სადაც ადამიანებისა და ტრანსპორტის მოძრაობა, საზოგადოებრივი და საჰაერო ტრანსპორტით გადაადგილება შეიზღუდება. ასევე ის დაწესებულებები დაიხურება, სადაც კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკი არსებობს.

ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა BBC ავრცელებს.

ამასთან, გამოცემის ცნობით, ბრიტანეთში საფრანგეთიდან ჩასულ ადამიანებს 14 დღის კარანტინში გატარება მოუწევთ. ამის მიზეზი საფრნგეთში კორონავირუსის რეკორდულად ბევრი შემთხვევის დაფიქსირება გახდა.

ტრანსპორტის მინისტრი, გრანტ შაპსი აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება ბრიტანეთში ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის აუცილებელი იყო.

საფრანგეთის სახელმწიფო მდივანმა ევროკავშირის საკითხებში, კლემენტ ბონმა კი ბრიტანეთის ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკა და Twitter-ზე დაწერა, რომ საფრანგეთი საპასუხო ზომებს მიმართავს.

საფრანგეთში უახლესი მონაცემებით,  კოვიდნფიცირების 193 694 შემთხვევა ფიქსირდება, 30 243 ადამიანი კი, გარდაიცვალა. ბრიტანეთში კი 313,802 ადამიანი დაინფიცირდა და 46,706 ინფიცირებული გარდაიცვალა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები