LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზის გარეუბანში მოსწავლემ მასწავლებელს თავი მოჰკვეთა: რა იყო შემზარავი მკვლელობის მოტივი

406
fbc701712b56acb3e060568a64c9b143

საფრანგეთის გარეუბანში, ქალაქ კონფლან-სენ-ონორინში გუშინ შემზარავი მკვლელობა მოხდა.

პოლიციამ თავმოკვეთილი მამაკაცის ცხედარი ადგილობრივი სკოლის მახლობლად აღმოაჩინა. მსხვერპლი ადგილობრივი სკოლის ისტორიის მასწავლებელია.

როგორც გაირკვა, თავდამსხმელი 2002 წელს, მოსკოვში დაბადებული ჩეჩენია.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი ის გახდა, რომ მასწავლებელი გაკვეთილებზე მოსწავლეებს წინასწარმეტყველი მოჰამედის კარიკატურებს აჩვენებდა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზის გარეუბანში სკოლის მასწავლებლის მოკვლის ფაქტს ტერორისტული აქტი უწოდა.

„დღეს ჩვენი ერთ-ერთი თანამოქალაქე იმის გამო მოკლეს, რომ მოსწავლეებს გამოხატვის თავისუფლებას ასწავლიდა. ჩვენი თანამოქალაქე ისლამისტური ტერაქტის მსხვერპლი გახდა“,-განაცხადა ემანუელ მაკრონმა და ფრანგ მასწავლებლებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები