LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზის მერის ინიციატივით, ზამთარში უსახლკაროებისთვის მერიის შენობები გაიღება

106

პარიზის მერი ან იდალგო ინიციატივით გამოვიდა, რომ ცივი ამინდის დროს, უსახლკაროები პარიზის მერიის შენობებში განთავსდნენ.

მერის ინფორმაციით, დაახლოებით 3 ათასი უსახლკაროსთვის თავშესაფრებში ადგილი არ არის, რის გამოც ან იდალგო საზოგადოებას საყოველთაო მობილიზაციისკენ მოუწოდებს.

პარიზის მთავრობის შენობის, ოტელ დე ვილის ნაწილშიც კი, უსახლკარო ქალებისთვის 100 ადგილს გამოყოფენ. თავშესაფრის გარდა, ისინი საკვებსაც მიიღებენ. შენობაში ორი მოჩუქურთმებულ, სვეტებიან ოთახში პირველ სართულზე, რომელსაც მარმარილოს იატაკი აქვს და გამოფენებისთვის გამოიყენება, საწოლებს, საკვებს და სანიარულ ზონებს განათავსებენ.

„მოვუწოდებ კომპანიებს, რომლებსაც აუთვისებელი ფართები აქვთ შენობებში, უსახლკაროებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ. ჩვენ გავხსნით პარიზის მუნიციპალიტეტის ცენტრებს. ნოემბრის ბოლოდან უსახლკარო ქალები ღამით პარიზის მერიის შენობაში შეძლებენ დარჩენას,“ – განაცხადა პარიზის მერმა.

გარდა ამისა, ქალაქში, სხვადახვა ადგილას მობილური თავშესაფრების აგება იგეგმება.

მერი ამბობს, რომ ოტელ-დე-ვილი, იმის მაგალითი უნდა გახდეს, რომ უსახლკაროების შეფარება ყველგან შესაძლებელია.

წყარო: Deutsche Welle

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები