LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზში ე.წ. ყვითელჟილეტიანების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენა

collage

პარიზში ქუჩებში არეულობა და შეტაკებები გრძელდება. ცოტა ხნის წინ დემონსტრანტებმა, რომლებიც რამდენიმე კვირაა, ანტისამთავრობო აქციებს მართავენ, ელისეს სასახლის მიმართულებით მსვლელობის დაწყება სცადეს, თუმცა მათ გზა პოლიციელებმა გადაუკეტეს.ამ მოვლენის ამსახველ კადრებს BBC აქვეყნებს.

დაკავებულთა რაოდენობა ამ დროისთვის  700-ს აღწევს. პოლიციელები ამოწმებენ დემონსტრანტების ჩანთებს და ყველა საეჭვო ნივთს ართმევენ.

სამართალდამცველებს ბლოკირებული აქვთ პრეზიდენტის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ყველა ქუჩა. მხოლოდ დედაქალაქში 8 ათასზე მეტი ძალოვანია მობილიზებული, პარიზის ცენტრში დგას ჯავშანმანქანებიც.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ საწვავის ფასის ზრდაზე უარი განაცხადა, ე.წ. ყვითელი ჟილეტების მოძრაობის აქციებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 31 ათასი ადამიანი მონაწილეობს, წესრიგს კი 90 ათასამდე პოლიციელი იცავს.

არეულობის გამო პარიზში დაკეტილია მუზეუმები და სხვა ტურისტული ადგილები, მათ შორის ეიფელის კოშკი და ლუვრი.

https://www.youtube.com/watch?v=s-98d0RaG88

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები