LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარკირების ჯარიმები 10 –დან 50 ლარამდე გაიზრდება – როდის შევა ცვლილებები ძალაში

270
67834880-1819469498156478-6888824240783491072-o

სექტემბრიდან ჯარიმებთან დაკავშირებით პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებებს განიხილავს. დედაქალაქის მერის ინფორმაციით, ეს ცვლილებები უკვე მომზადებულია , რომლის თანახმადაც ჯარიმები გაიზრდება. 

კოტე აფხაზისა და მიმდებარე ქუჩებზე დღეიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდა

კოტე აფხაზისა და მიმდებარე ქუჩებზე ავტომობილის გაჩერება ერთი საათით 1 ლარი ეღირება

მაგალითად, გააჩერა ადამიანმა და არ გადაიხადა პარკირების საფასური, ამაზე 10 ლარია ჯარიმა. მომზადებული გვაქვს ცვლილებები. სექტემბრიდან, როდესაც უკვე პარლამენტი მუშაობას დაიწყებს, ცვლილებები განხორციელდება და ჯარიმები 50 ლარამდე გაიზრდება“, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, დღეს კოტე აფხაზისა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალური საათობრივი პარკირება ამოქმედდა. პარკირება ერთი საათით 1 ლარი ღირს. 15 წუთით ავტომობილის გაჩერება უფასოა, გადასახადს არ გადაიხდიან ადგილობრივებიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები