LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარესა და ორ პროფესიონალ წევრს აირჩევს 6 თვის ვადით აირჩევს

51
imedinews-20

პარლამენტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარესა და ორ პროფესიონალ წევრს აირჩევს 6 თვის ვადით აირჩევს.

კენჭისყრა ამჯერად სრული შემადგენლობის უმრავლესობის კვორუმით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ცესკოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებს სულ მცირე 76 ხმით არჩეული კანდიდატები დაიკავებენ.

ცნობილია, რომელ კანდიდატურებს უჭერს მხარს “ქართული ოცნების” უმრავლესობა. როგორც წინა კენჭისყრებმა დაადასტურა, ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე მმართველი გუნდი მხარს გიორგი კალანდარიშვილს უჭერს, ხოლო ცესკოს წევრის პოსტზე ასარჩევად გია ცაცაშვილსა და მაია ზარიძეს აძლევენ ხმას.

ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ ცესკოს ადმინისტრაციის არჩევისადმი უნდობლობის მიზეზი არა ზოგადად დემოკრატიული პროცესებისადმი უნდობლობა, არამედ კონკრეტული პირების მიუღებლობაა. სწორედ ამით ხსნიან ისინი კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარს.

კანდიდატებისთვის ხმის მიცემას ისინი არც დღეს აპირებენ. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ცესკოს თავმჯდომარედ დასახელებული ვერც ერთი პირი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ ნდობის აღდგენას ვერ შეძლებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები