LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტი მედიისთვის დაიკეტა

113
მიკროფონი1

საქართველოს პარლამენტი დღეიდან მედიის წარმომადგენელებისთვის დაიკეტა. ჟურნალისტები შენობაში შესვლას, ახალი რეგულაციის მიხედვით ვერ შეძლებენ. მთავარ საკანონმდებლო ორგანოში აღნიშნული ღონისძიება  კორონავირუსის გავრცელების მომატებულ საფრთხეს უკავშირდება.

„გამომდინარე იქიდან, რომ დღის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის შენობაში დიდი რაოდენობით ხალხი იყრის თავს, უნდა მივიღოთ ვირუსის გავრცელების პრევენციის მაქსიმალური ზომები, რათა დაცული იყოს როგორც ჟურნალისტების, ისე პარლამენტის თანამშრომლების ჯანმრთელობა“, – განმარტავს მედიასთან ურთიერთობის საკითხებში პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი მიშა ფეიქრიშვილი.

მისი თქმით, აღნიშნული შეზღუდვა არ აისახება ინფორმაციის გავრცელებაზე, ვინაიდან მიმდინარე ყველა სესია თუ სხდომა, გადაიცემა პარლამენტის ოფიციალური გვერდიდან

„პარლამენტში მიმდინარე კომიტეტისა და პლენარული სხდომები, ტრადიციულად, გადაიცემა პარლამენტის ოფიციალური ვებგვერდიდან, ფეისბუქგვერდიდან და საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხიდან. აღნიშნული სხდომების დამატებითი კადრების გადაღებას უზრუნველყოფს პარლამენტის პრესსამსახური და მიაწვდის მედიას“, – აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები