LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტი მოსამართლეთა უვადოდ განმწესების შეჩერების პროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს

1498898228_parlamenti

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს პროექტს, რომელიც საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განმწესების შეჩერებას ითვალისწინებს.

პარლამენტის ბიურომ “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შეთავაზებული ცვლილებების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას მხარი დაუჭირა. ბიუროს გადაწყვეტილების შესაბამისად, პროექტის განხილვა მიმდინარე კვირას დაიწყება.

საკანონმდებლო ინიციატივა 2024 წლის 31 დეკემბრამდე საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განმწესების შეჩერებას ითვალისწინებს.

პროექტის ინიციატორია პარლამენტის ცხრა წევრი: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ოთარ ჩრდილელი, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, დავით ჭიჭინაძე და ლევან კობერიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები