LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტი შესაძლოა ჩაიკეტოს

485
FORTUNA.GE (55)

დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, პარლამენტის საშემოდგომო სესიებზეც იმყოფებოდა და ბიუროს სხდომაზეც.

როგორც „ფორტუნას“ პარლამენტში განუცხადეს, არის საშიშროება, რომ პარლამენტი ჩაიკეტოს.

პარლამენტში ამ წუთებში იღებენ გადაწყვეტილებას, როგორ მოიქცნენ და რა რეგულაციები შეასრულონ, მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ დეპუტატს კორონავირუსი აქვს.

გოგიჩაიშვილი ბოლო პერიოდში რამდენიმე ტელევიზიაში იყო სტუმრად გადაცემაში.

კორონავირუსი დაუდასტურდა ლევან გოგიჩაიშვილის მეუღლეს ვიკა ბუკიას, რომელიც „ტვ პირველში“ მუშაობს.

ტელეარხზე ამ დროისთვის ამირან გამყრელიძის რეკომენდაციებს ელოდება, თუ როგორ უნდა მოიქცნენ შექმნილ ვითარებაში.

 ლევან გოგიჩაიშვილსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ

ინგა გრიგოლია: „დავუკავშირდით ამირან გამყრელიძეს და ველოდებით რეკომენდაციებს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები