LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტის თავმჯდომარე გაბრიელიუს ლანდსბერგისს შეხვდა

77
Untitled design (2)

პარლამენტის ახლადარჩეული თავმჯდომარე კახა კუჭავა საქართველოში ვიზიტით მყოფ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ლიეტუვას შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრულ ურთიერთობას. მიმოიხილეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში.

საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქვეყანა გააგრძელებს ასოცირების შეთანხმების ეფექტურ განხორციელებას და 2024 წელს შეიტანს განაცხადს ევროკავშირში გაწევრებაზე.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კახა კუჭავამ ყურადღება გაამახვილა აქტიურ სექტორულ თანამშრომლობაზე, განსაკუთრებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში და ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ინტერესი, აღადგინოს ეკონომიკა, რომელზეც პანდემიამ ნეგატიური ზეგავლენა მოახდინა და კვლავ უმასპინძლოს ლიეტუველ ტურისტებს საქართველოში.

“რეგიონში შექმნილი ახალი გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, კახა კუჭავამ ხაზი გაუსვა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის აუცილებლობას. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, ისაუბრა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკაზე და მინისტრს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილება გააცნო. კახა კუჭავამ გამოხატა მადლიერება ლიეტუვის საგარეო უწყების მიერ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შეყვანილ პირებზე შემზღუდავი ზომების დაწესების გამო.” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 27 აპრილს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, ლანდსბერგი უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს.

29 აპრილს კი ლიეტუველი დიპლომატი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისში გაემგზავრება, სადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა.