LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პარლამენტის თავმჯდომარემ “აუგად“ მოხსენიების გამო, ივანიშვილს ბოდიში მოუხადა” – მოხსნიან თუ შეუნდობენ თალაკვაძეს

619
1575634414153425

იურისტი და ემიგრანტი ლია მუხაშავრია აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიძინა ივანიშვილი უცენზურო სიტყვებით მოიხსენია, შემდეგ კი ამის გამო ბოდიში მოუხადა. იურისტმა აღნიშნული ინფორმაცია სააგენტო “2020NEWS“-ს მიაწოდა.

მუხაშვრიას განმარტებით, შემთხვევა ათათურქის სატრანზიტო ზონაში მოხდა, როდესაც კომოს ტბიდან შეწყვეტილი ვიზიტის შემდეგ ჩამოსულმა არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი უცენზურო სიტყვებით მოიხსენია. ქართველი ემიგრანტი აცხადებს, რომ ამის დამადასტურებელი სატელეფონო ჩანაწერიც არსებობს.

მისივე განცხადებით, ამ სკანდალური ფაქტის გავრცელების შემდეგ, თალაკვაძე ამჟამინდელ თანამდებობას ვეღარ შეინარჩუნებს.

“ამ ქვეყანაში ყველას უსმენენ, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარეს, რომლის სატელეფონო ჩანაწერს ბიძინა ივანიშვილს აუცილებლად მიუცუნცულებდნენ. არჩილ თალაკვაძის მხრიდან იმის უარყოფა, რომ ბიძინა ივანიშვილი “აუგად“ არ მოუხსენიებია ძალიან ცუდი საქციელი იქნებოდა. ჩემი ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ “აუგად“ მოხსენიების გამო, ივანიშვილს ბოდიში მოუხადა. პარტიის ლიდერმა “ცოდვა“ შეუნდო თუ არა, ეს უკვე აღარ ვიცი.

პარლამენტში არსებული გაწამაწიის პირობებში, არჩილ თალაკვაძის სკამიდან ჩამოცილება ბიძინა ივანიშილისთვის ხელსაყრელი არ არის. ამიტომ ცოტა ხნით თალაკვაძე თანამდებობას შეინარჩუნებს. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ თალაკვაძე მომავალში ვერცერთ მაღალ პოლიტიკურ თანამდებობას ვეღარ დაიკავებს“, – აცხადებს ლია მუხაშავრია „2020NEWS”-სთან საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ „გურია TV“-ს ეთერში სტუმრობისას, ჟურნალისტმა არჩილ თალაკვაძეს შეკითხვა დაუსვა, შეესაბამებოდა თუ არა გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს და შეაგინა თუ არა მან ბიძინა ივანიშვილს? პარლამენტის თავმჯდომარემ შეკითხვას არ უპასუხა და ჟურნალისტს სერიოზული კითხვების დასმისკენ მოუწოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები