ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მივიდა და განაცხადა, რომ ამ ფორმით აქციის მონაწილეების სულისკვეთებას იზიარებს. ამასთან კითხვაზე, ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ დღევანდელ აქციაზე ყოფილი პრეზიდენტი, მისი მეუღლე გიორგი მარგველაშვილიც მივიდეს, მაკა ჩიჩუა პასუხობს, რომ ამის შესახებ არაფერი იცის და მოსვლის შესახებ გადაწყვეტილება თვითონ, დამოუკიდებლად მიიღო. მ

ისი თქმით, რუსეთის დუმის დეპუტატის სრგეი გავრილოვის თბილისში ჩამოსვლა “ყველაფრის ციკლი იყო”.

“ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ვამბობ მოქალაქისა და დედის პოზიციიდან, არის ის, რომ მე ეს სისხლიანი ღამე არასდროს დამავიწყდება. ძალიან რთულია, უყურო, ახალგაზრდა ადამიანებმა როგორ შეიძლება დატოვონ სიცოცხლე. როცა არსებობს სრულიად მშვიდობიანი და სუფთა სულის პროტესტი ადამიანებში. მათი დასისხლიანებული სახეები, მოწყვეტილი სხეულები… რაც ვნახე, ეს ჩემთვის გაუგებარია. არ ვიცი, სიტყვები არ არსებობს. გაუგებარი კი არა,ყველანაირ ზღვარს მიღმაა.სრულიად ახალგაზრდა, სუფთა ადამიანებს, რომლებსაც სურვილი აქვთ, რომ თავიანთი პროტესტი და ხედვა დააფიქსირონ, ტყვია როგორ უნდა ესროლო?!თუნდაც რეზინის იყოს და თუნდაც წყალის ჭავლი იყოს“, – განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

მსგავსი თემები