LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტში ჩაჟანგებას არ ვაპირებ: ვის და რატომ შეელია „ოცნება“

459
119078781-3356612691065319-1599149721371287065-o

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, ვისზე გააკეთა არჩევანი „ოცნებამ“. სიის ოცეულში როგორ თავად ამბობენ, გამოცდილი და ერთგული ადამიანები არიან.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ხალხი ბრძენია და ყველაფერს კარგად ხედავს. ქვეყანაში გასაკეთებელი კიდევ ბევრის (ივანიშვილის სიტყვებია, ერთ დროს რომ “ნაცების” სლოგანი იყო) და „ოცნების“ ლიდერი გვპირდება, რომ ახალი გუნდით და ახალი შემართებით კვლავ გაგრძელდება გზების, გვირაბებისა და უნივერსიტეტების მშენებლობა.

ბევრისთვის გასაკვირად „ოცნება“ რამდენიმე კოლორიტულ პოლიტიკოსს შეელია.

„ფორტუნა“ დაინტერესდა რატომ არ არიან სიის ოცეულში და სად იქნებიან „ოცნების“ მხურვალე მხარდამჭერები 31 ოქტომბრის შემდეგ.

 

ზაზა პაპუაშვილი

ჯერ არ ვიცი, სად ვიქნები 31 ოქტომბრის შემდეგ. ვყალიბდები და მერე გაგიმხელთ. ასე იოლად ჩემს გეგმებზე არ ვლაპარაკობ. ზოგიერთებივით პარლამენტში ხომ არ ჩავიჟანგები. არ დაბადებულან, მაგრამ პარლამენტში გაიზარდნენ, ასე არ ვაპირებ. სულ სხვა გეგმები მაქვს.

დაუბრუნდებით თეატრს და თქვენს მაყურებელს?

ამაზეც ვფიქრობ, ძალიან რთული კითხვაა. შემოთავაზებები მაქვს.

სცენის მტვერის დავიწყება, ამბობენ, რთულიაო. დღევანდელი გადმოსახედიდან ხომ არ ნანობთ, რომ პოლიტიკაში წახვედით?

მე არ მივეკუთვნები იმ მსახიობებს, რომლებიც სცენის მტვერს ყლაპავენ და მერე ვეღარ ამოყლაპავენ. არც შვილებივით არ მიყვარს როლები. არ ვარ ფანატიკოსი. მე უბრალოდ სიყვარულით ვაკეთებ საქმეს. მირჩევნია, ჩემს თავს საღად შევხედო გარედან, ვიდრე საკუთარ თავზე კრეტინივით  ვიყო შეყვარებული. მე საერთოდ ჩემებური დამოკიდებულება მაქვს ხელოვნებასთან. ხან პაემანზე მივდივარ, ხან ის არ მოდის, ხან მე არ მივდივარ და ვართ ასე მე და თეატრი, შეყვარებულებივით, რომლებიც სულ ჩხუბობენ.

 

ლადო კახაძე

“სიის შედგენა არის სუფთა პროფესიონალური გუნდური გადაწყვეტილება. ყველა შეთანხმებული ვართ ამაზე და ეს თემა გავლილია. მე მაგალითად „ოცნების“ ოცეულით ძალიან ამაყი ვარ. ველოლიავები მათ. ისეთი პერსპექტიულია ყველა, ვინც ოცეულში არიან, მათ ძალიან დიდი პოტენციალი აქვთ. ოცეულში 40 წელს გადაცილებული ადამიანები არიან, რომელიც ყველაზე ნაყოფიერი და პერსპექტიული ასაკია. ძალიან სწორი არჩევანი გააკეთეს.
სად ვიქნები 31 ოქტომბრის მერე ვერ გეტყვით, სრულ სიას „ოცნება“ სექტემბრის ბოლოს წარადგენს. მე ერთი ჯარისკაცი ვარ, ამას ხაზგასმით ვამბობ. გუნდისთვის სადაც საჭირო იქნება ჩემი ყოფნა, იქ ვიქნები”.

 

გუგული მაღრაძე

“სიაზე მუშაობს პოლიტსაბჭოს ლიდერშიფი. ეს შეკითხვა მათთანაა. 31 ოქტომბრის შემდეგ ვიქნები საქართველოში, კერძოდ, თბილისში”.

 

ნინო წილოსანი

“პარტიის სიები გასაჯაროვდება თვის ბოლოს და ყველას ექნება საშუალება, გაეცნოს ჩვენი გუნდის შემადგენლობას. მე აქტიურად ვარ ჩართული გურიის საარჩევნო კამპანიაში და როგორც 31 ოქტომბრამდე ასევე მის შემდეგაც წარმოვადგენ “ქართული ოცნების” გუნდს”.

 

დავით მათიკაშვილი

რატომ არ იყავით ოცეულში?
ასე გადაწყვიტა გუნდმა

იქნებით ოცეულის შემდეგ?
როგორც გუნდი გადაწყვეტს, ისე იქნება.

 

ნუკრი ქანთარია

მმართველი გუნდის მოქმედი დეპუტატი ნუკრი ქანთარია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არა, თუმცა გუნდში რჩება.

 

სიის მიღმა დარჩნენ: პარლამენტის უხუცესი წევრი რევაზ არველაძე, თემურ ჭკუასელი, ენძელა მაჭავარიანი, რომან კაკულია, შოთა ხაბარელი…

 

ასევე ნახეთ:

„ოცნების“ ქალები: გზა მმართველი გუნდის სიაში მოხვედრამდე

ვინ არიან და რა უნდათ?! “ქართული ოცნების” ოცეული ივანიშვილის გარეშე

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები