LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტთან სამი პირი დააკავეს

107
789

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამი პირი დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია, ვისი დაკავება მოხდა, თუმა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, დაკავებულთა შორის ლუკა ბურდული და გიორგი მუმლაძე არიან.

“სპეცოპერაციას ატარებენ, რომ მონები შეიყვანონ პარლამენტში. ვერ გაგვაჩერებენ, ყველა რომ დაგვიჭირონ, მაინც არ გავჩერდებით. ასე ჯარით მოუწევთ მონების შეყვანა პარლამენტში, ხვრელებსაც ვიპოვით, ღობებებსაც გავანგრევთ, არც დაჭერის გვეშინია და არც არაფრის”, – განაცხადა ხოშტარიამ.

ინფორმაციას ამის შესახებ საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძეც ადასტურებს. მისი თქმით, დაკავებული პირები პარლამენტთან არსებულ ჯებირების გარღვევას ცდილობდნენ.

ჩიტაძისა და ინგოროყვას ქუჩებზე ვითარება დაძაბულია. სამართალდამცველები აქტივისტებს ადგილის დატოვებას აიძულებენ.

შეგახსენებთ, ჩიტაძის და ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე, დილიდან სამართალდამცავები არიან მობილიზებულები, აქ ასევე ლითონის კონსტრუქციებია განლაგებული. პარლამენტის შესასვლელთან კი საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

დემონსტრანტები პარლამენტის შენობის პიკეტირებას გეგმავდნენ, თუმცა მიმდებარე ქუჩები მათ უკვე ჩახერგილი დახვდათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები