LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარტია “მოქალაქეებმა” ცესკო-ს წევრად ივანე ნორაკიძე წარადგინა

55
1

პარტია “მოქალაქეებმა” ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრად საკუთარი კანდიდატი და ასევე პარტიის ნომერი წარადგინა.

დასახელებული კანდიდატი ივანე ნორაკიძეა, პარტიის საარჩევნო ნომერი კი 7 იქნება.

პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ეს ყველაფერი განხორციელდა იმ საარჩევნო რეფორმის ფარგლებში, რომელიც მათ წამოიწყეს და დაასრულეს.

მისივე თქმით, სასიხარულოა, რომ მომდევნო არჩევნებში, ცესკო-ში საკუთარი წევრი ყველა პარტიას ეყოლება:

“ეს ყველაფერი განხორციელდა იმ საარჩევნო რეფორმის ფარგლებში, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ და დავასრულეთ. მიხარია, რომ არჩევნებში, რომელიც ჩატარდება, ყველა პარტიას ეყოლება თავისი წევრი ცესკო-ში. რაც მთავარია, ეს ადამიანები ყველაფერს გააკეთებენ, რათა მათი პარტიის ინტერესი მაქსიმალურად იყოს დაცული.” – თქვა იოსელიანმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები