LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პასუხი 20 წუთში – უნდა ვენდოთ თუ არა კორონავისის სწრაფ ტესტებს

267
korona

საქართველოში რამდენიმე დღეა, კორონავირუსის ტესტის პასუხის გაგება 20 წუთშია შესაძლებელი. თუმცა საზოგადოებაში სწრაფი ტესტის მიმართ უნდობლობაა და ეჭვობენ, მისი წყალობით შესაძლებელი არაა სწორი პასუხის გაგება.

დღეიდან კორონავირუსის ტესტის პასუხი 20 წუთში გვეცოდინება – პაატა იმნაძე

„ფორტუნა“ აღნიშნულ საკითხზე ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსს მარინა ენდელაძეს ესაუბრა.

თურქეთში თავდაპირველად სწრაფ ტესტზე დამყარებული ტესტებით ხელმძღვანელობდნენ, რომელმაც არ გაამართლა. ჩვენ შემთხვევაში რამდენად უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ სწრაფი ტესტის ჩატარების შემთხვევაში სწორი პასუხი გვექნება?

ჩვენ დავიწყეთ ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების გაკეთება, რომელიც პისიარის ტესტის მსგავსად ცხვირ-ხახიდან კეთდება. თუ სწრაფი ტესტი დადებითია, მას მერე ლაბორატორიულადაც ვამოწმებთ და შედეგები ჯერჯერობით აბსოლუტურად ემთხვევა. ანუ სწრაფი ტესტის პასუხს აბსოლუტურად შეიძლება, რომ ვენდოთ. რეალობას არ ემთხვევა ხოლმე ანტისხეულებზე დამყარებული ტესტი. მისი პასუხი ზოგჯერ არასწორია.

 

„ფორტუნა“ ასევე დაინტერესდა, სწრაფი ტესტები, რომელსაც საქართველოში იყენებენ, რომელ ქვეყანაშია დამზადებული.

დაავადებათა კონტროლის ცენტრში განგვიცხადეს, რომ სწრაფი ტესტები საქართველომ სამხრეთ კორეადან შეიძინა. ქვეყანაში მისი მარაგი 150 000-მდეა და კიდევ ნახევარი მილიონი შეკვეთილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები