LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პასუხი კითხვაზე, თუ რას აკეთებს რუსეთი უკრაინის საზღვართან, მარტივია, ჩვენ იქ ვცხოვრობთ, ეს ჩვენი ქვეყანაა: სერგეი ლავროვი

54
Untitled design (2)

“სხვამენ კითხვებს, თუ რას აკეთებს რუსეთის ფედერაცია უკრაინისა საზღვართან? პასუხი მარტივია, ჩვენ იქ ვცხოვრობ, ეს ჩვენი ქვეყანაა.” – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის საზღვართან განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

აღნიშნული განცხადება სერგეი ლავროვმა იმქვეყნების ლიდერების საპასუხოდ გააკეთა, რომლებიც რუსეთის ქმედებების გამო აღშფოთებას გამოხატავენ და ოფიციალური მოსკოვისგან პასუხს ითხოვენ.

დღესვე, პრესკონფერენციაზე ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინა საკუთარ ხალხს ებრძვის:

“2014 წლის რევოლუციის შემდეგ, კიევი თავს ესხმის საკუთარ ხალხს და მათს წინააღმდეგ ომს აწარმოებს. ის ამ ადგილს მათ ტერიტორიებს უწოდებს. უკრაინა ებრძოდა საკუთარ ხალხს, მიუხედავად იმისა, რომ დონბასის მოსახლეობა არცერთ სხვა რეგიონს თავს არ ესხმოდა. როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ დონბასში არაფერს გეგმავენ და კიევს საკუთარ ხალხთან ომი არ შეუძლია, ეს არის სიცრუე.” – თქვა ლავროვმა.

მან საუბრის დროს ასევე მაგალითად მოიყვანა ამერიკის შეერთებული შტატები და აღნიშნა რომ ნატო-ს საშუალებით ის უკრაინაში სხვადასხვა ქმედებებს ახორციელებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები