LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პასუხისმგებლობას არავინ არ გაურბის, ყველანი ვმოქმედებთ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში: ეკატერინე ტიკარაძე

86
ტიკ

“პასუხისმგებლობას არავინ არ გაურბის. ყველანი ვმოქმედებთ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, დაავადების კონტროლის ცენტრმა უნდა გამოსცეს რეკომენდაციები და აჩვენოს ის მოსალოდნელი პროგნოზი, რომელიც ნებისმიერი ინფექციიის გავრცელებას შეიძლება ჰქონდეს. მინისტრის თქმით, ამ რეკომენდაციებზე დაყრდნობით, ჯანდაცვის სამინისტრო ასრულებს ამ მესიჯის გავრცელებას სექტორზე, რომ ის იყოს შესაბამისად მობილიზებული.

“ვხედავთ, რომ სასწრაფო ბრიგადას ჯერ არც ერთი ადამიანი დაუტოვებია ქუჩაში. ყველა გამოძახება პასუხგაცემულია. სასწრაფო ბრიგადებში ჩვენ რა თქმა უნდა შეზღუდულები ვართ, მაგრამ პრიორიტეტიზაციის პრინციპით ყველანაირად ვცდილობთ, რომ მივიდეთ ადგილზე ყველა პაციენტთან. შემდეგ ისინი ახდენენ ამ პაციენტების ტრიაჟს და იღებენ გადაწყვეტილებას, სად არიან ეს პაციენტები გადასაყვანები”, – განაცხადა მინისტრმა.