LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატარა გოგონას ემოციური მიმართვა უფროსებს: ნუ დატოვებთ ძაღლს ავტობანზე [ვიდეო]

146
70514302-711044765987819-6350060940423069696-n

ავტობანზე, ხაშურთან ერთ-ერთმა მოქალაქემ ლეკვი იპოვა, რომელსაც ფეხი ჰქონდა დაზიანებული.

„ვიფიქრე, თბილისში წავაყვანინებ-თქო, მაგრამ გვიანი იყო და გადავწყვიტე პირველად დახმარებას აქ აღმოვუჩენდით. ძაღლი თავშესაფრისთვის იყო განწირული. მეც ვფიქრობდი რომ წაეყვანათ, რადგან ჩვენ ძაღლის დატოვების საშუალება არ გვქონდა, რადგან მე პირადად 16 ძაღლს ვუვლი.” – აცხადებს qartli.ge-სთან ირმა მთიულიშვილი და აღნიშნავს, რომ ცუგას დატოვება, ძირითადად, მისმა შვილმა, მარიამმა მოითხოვა. მარიამი ურჩევს მოქალაქეებს, რომ ძაღლებს ნუ მიატოვებენ, განსაკუთრებით, კი გზებზე სასიკვდილოდ ნუ გაიმეტებენ.

,,ვიღაცამ გადააგდო ასეთი პატარა ლეკვი და ავარიაში მოჰყვა. ფეხი სტკივა. სახელად დავარქვი ბელა, რადგან თეთრია და ლამაზი ცისფერი თვალები აქვს.

დედას ვთხოვე დავიტოვოთ, მეთქი. ვტიროდი, რომ თავშესაფარში არ წაეყვანათ. მითხრა, რომ დავიტოვებდით და გამიხარდა. ყოველ დღე ვეფერები, მთელი ღამე ტიროდა. მე უნდა დავაძინო, ვასვა და გავასეირნო.

მეტისები არ უნდა გადააგდონ ქუჩაში რადგან ძალიან საყვარლები არიან.

სიყვარული აკლდება, სითბო აკლდება, საჭმელი აკლდება, წყალი აკლდება, პატრონი აკლდება, სახლი აკლდება და საწოლიც.

ასეთ პატარა ძაღლებს თუ ქუჩაში დაინახავენ ან თავშესაფარში დარეკონ ან ან ძებნა დაიწყონ პატრონის“ , – ჰყვება მარიამი.

 

 

 

წყარო: qartli.ge

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები