LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატარაია: „ოცნება“ არ შეგვხვდა, რომ აგვეხსნა, რა პროცესი გავიარეთ ომბუდსმენობის კანდიდატების შესარჩევად, პაპუაშვილი და კობახიძე დეზინფორმაციას ავრცელებენ

46
Untitled design (2)

„ნუ აჰყვებით დეზინფორმაციას და სპეკულაციებს. პაპუაშვილის მიერ პირადად შერჩეული 9 ადამიანის კომისია თუ დემოკრატიულია, 52 სუბიექტის მიერ წარმოებული ორთვიანი სამუშაო არანაკლებია, თუ არა მეტი“, – ამის შესახებ ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს.

უფლებადამცველი განმარტავს, თუ რა პროცესები გაიარეს ომბუდსმენობის კანდიდატების შესარჩევად და აქვე აღნიშნავს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე დეზინფორმაციას ავრცელებენ:

„ოცნება“ არ შეგვხვდა, რომ აგვეხსნა, რა პროცესი გავიარეთ ომბუდსმენობის კანდიდატების შესარჩევად და ახლა პაპუაშვილი და კობახიძე დეზინფორმაციას ავრცელებენ. პროცესი კი ასეთი იყო:

7 აგვისტოს 40 ორგანიზაციამ საჯაროდ განაცხადა, რომ იწყებდა კანდიდატების მოძიებას და მოუწოდა ყველა სხვა დაინტერესებულ NGO თუ ჯგუფს ჩართულობისკენ.

30 აგვისტოს დავასრულეთ განცხადებების მიღება და 52 ორგანიზაცია მოვგროვდით.

სექტემბერში შევიკრიბეთ და შევიმუშავეთ კრიტერიუმები. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

ყველა შეხვედრის შემდეგ 52 ორგანიზაციას ეგზავნებოდა მაილი შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებების შესახებ.

მონაწილეები ასახელებდნენ შესაძლო კანდიდატებს და ამ ადამიანებს მოგვიანებით ეკითხებოდნენ, თანახმა იყვნენ თუ არა, რომ ამ ჯგუფს განგვეხილა მათი კანდიდატები.

საბოლოოდ 5 ადამიანი განვიხილეთ, ჩვენი კრიტერიუმების შესაბამისობაზეც ვიმსჯელეთ.

კვირას კენჭი ვუყარეთ ხუთივეს, რათა გამოგვევლინა, ვის ჰქონდა მაღალი მხარდაჭერა ჯგუფის შიგნით და გამოვლინდა 3 ასეთი ადამიანი.

ორშაბათს შევხვდით ამ ადამიანებს და მანამდე ტელეფონითაც ვესაუბრეთ, სამივე დაგვთანხმდა, რომ ჰქონდეს ჩვენი რეკომენდაცია და მიმართონ პარლამენტს განცხადებით და მიიღონ კონკურსში მონაწილეობა.

სამშაბათს განვაცხადეთ საჯაროდ და ტელევიზიით, მიმოწერით ვთხოვეთ პარტიებს შეხვედრა, „ოცნებამ“ უარი მოგვწერა.

სამომავლოდ ჩვენ უზრუნველვყოფთ საჯარო დისკუსიების ორგანიზებას ჩვენივე კანდიდატებისთვის და გავაგრძელებთ პარტიებთან თანამშრომლობას, რათა მათ ოფიციალურად დაანომინირონ სამივე.

რამე კითხვები თუ არსებობს, მომწერეთ და გიპასუხებთ.

ჩვენ ბევრი ვიშრომეთ, რომ მოგვეძებნა მაღალკვალიფიციური და დამოუკიდებელი კანდიდატები. მჯერა, რომ ისინი კომისიის მხრიდანაც მიიღებენ მაღალ შეფასებას, თავისი წარსული საქმიანობიდან გამომდინარე.

გთხოვთ, ნუ აჰყვებით დეზინფორმაციას და სპეკულაციებს. პაპუაშვილის მიერ პირადად შერჩეული 9 ადამიანის კომისია თუ დემოკრატიულია, 52 სუბიექტის მიერ წარმოებული ორთვიანი სამუშაო არანაკლებია, თუ არა მეტი“, – წერს ბაია პატარაია სოციალურ ქსელში.

ვინ შეარჩევს სახალხო დამცველის კანდიდატს – შემფასებელი კომისიის შემადგენლობა ცნობილია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები