LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატარძალმა გადაწყვიტა საკუთარ ქორწილში ფოტოგრაფი თავადვე ყოფილიყო (20 ფოტო)

139

ტალინში მცხოვრებმა ფოტოგრაფმა ლიზა ლატსმა და მისმა მეუღლემ გადაწყვიტეს რაღაც განსხვავებული და ორიგინალური მოეფიქრებინათ თავიანთი ქორწილისთვის, რომელიც 28 აგვისტოს აღნიშნეს. წყვილს პატარა ფოტო და ვიდეო კომპანია აქვთ, თუმცა უარი თქვეს სხვა პროფესიონალი ფოტოგრაფის დაქირავებაზე ან დახმარებაზე. ისინი შეთანხმდნენ, რომ ლიზა თავად გადაიღებდა ყველაფერს და საჭიროების შემთხვევაში სარკესაც გამოიყენებდა საკუთარი თავის დასაფიქსირებლად.

”მე უბრალოდ ვგრძნობდი, რომ რაღაც განსხვავებული მინდოდა. არა ისე, როგორც ხდება ხოლმე – ყოველგვარი დადგმული სცენებისა და გლამურული ფოტოების გარეშე. მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა საქორწილო ფოტოგრაფების მიმართ, ამ დღეს მათ მაინც ვერ მივანდობდი. მე უფრო მეტი და რეალისტური მინდოდა და რა უნდა იყოს უფრო რეალური, ვიდრე ჩემს ქორწილში, ჩემს მიერვე გადაღებული ფოტოები?!” – ამბობს ლიზა ინტერვიუში.

 



















გაზიარება
გაზიარება

კომენტარები