LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატარები ფაზლის ჩემპიონატში ეჯიბრებიან

212
60463613_403171687193336_797359836688809984_n

მარტიდან სტარტი აიღო პროექტმა – გლდანის რაიონის ბაგა-ბაღების ფაზლის ჩემპიონატი. წინასწარ ჩატარდა შიდა შესარჩევი ტურები, სადაც მონაწილეობა მიიღო 15 ბაღის 700-ზე მეტმა აღსაზრდელმა. მათგან შეირჩა 300 საუკეთესო.

18 მაისს საჭადრაკო კლუბ „ოლიმპიურ ჩემპიონში” გაიმართა ნახევარფინალური შეხვედრები, სადაც მონაწილეობდა 15 ბაღის 300 აღსაზრდელი. ფინალში 15 გადავიდა – თითოეული ბაღიდან 1 გუნდი.

მომავალში ანალოგიური პროექტის ჩატარება თბილისის სხვა რაიონებშიც
იგეგმება.

პრიზები დააწესეს კომპანია “ზედაზენმა”, გლდანის ბატუტ ცენტრმა, გლდანის პარკმა, ბიზნესმენმა თემურ გოცირიძემ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები