ილია მეორემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და თავისი სახელით გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნას ულოცავს.

მისალოც წერილში პატრიარქი აღნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში დაძაბული პოლიტიკური პროცესები არ დამცხრალა, რადგან სხვადასხვა ძალა ცდილობს გავლენის მოპოვებას და თავისი იდეოლოგიის გატარებას, ხალხი კი დადებით ცვლილებებს ელის.

„სამწუხაროდ, ამ ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა მოსახლეობის ყოფითი პრობლემების დაძლევა, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეროვნული ფასეულობების წინ წამოწევა, ერის გამთლიანება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენს მეტად რთულ დროში თქვენი და საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება აღნიშნული მეტად მნიშვნელოვანი პრობლემების დასაძლევად“ – აღნიშნულია ილია მეორის წერილში.

პატრიარქი იმედს გამოთქვამს, რომ “მეტად რთულ დროში” გახარიას მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება აღნიშნული პრობლემების დასაძლევად.

გიორგი გახარიას მიერ პარლამენტისთვის წარდგენილმა მინისტრთა კაბინეტმა და სამთავრობო პროგრამამ 98 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო. საჭირო იყო 76 დეპუტატის თანხმობა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს და არ ესწრებოდნენ “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლები.

გახარიას გაპრემიერებას კრიტიკულად შეხვდნენ ოპოზიცია და #სირცხვილიას სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც თითქმის სამი თვეა რუსთაველის გამზირზე  გადადგომას ითხოვდნენ.

 

 

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05