LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატრიარქი იქნება ბოლო დღემდე, პატრიარქი ავიდა ჯვარზე, ჯვრიდან არ ჩამოდიან, ჯვრიდან უნდა გარდამოხსნან და ასეც იქნება – მეუფე გრიგოლი

251
1572601011-5dbbfe0bc6a26

ჭყონდიდის ეპარქიის ახალი მღვდელმთავარი თავის ეპარქიაში ჩავიდა. მეუფე გრიგოლ კაციამ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რთული სიტუაციაა. მან პატრიარქზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ილია მეორე პატრიარქის ტახტზე იქნება ბოლომდე.

“პატრიარქი იქნება ბოლო დღემდე, პატრიარქი ავიდა ჯვარზე, ჯვრიდან არ ჩამოდიან, ჯვრიდან უნდა გარდამოხსნან და ასეც იქნება,”-განაცხადა მეუგე გრიგოლმა.

მეუფე გრიგოლმა სინოდის სხდომის დეტალებიც გაამახვილა ყურადღება. ჭყონდიდის ეპარქიის ახალი მმართველის თქმით, პატრიარქი მეუფე პეტრესთვის ეპარქიის შეცვლას ჯერ კიდევ 3 წლის წინ აპირებდა, თუმცა მაშინ სინოდის წევრების თხოვნა გაითვალისწინა, მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლა და მეუფე პეტრე ცაავა ჭყონდიდის ეპარქიაში დატოვა.

მეუფე გრიგოლ კაციას თქმით, ის რამდენიმე ხნის წინ, ჩასული იყო მეუფე პეტრესთან და პატრიარქთან შერიგება სთხოვა, თუმცა მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ ის თავის საქმეს ბოლომდე მიიყვანდა.

ცნობისთვის, პეტრე ცაავა შიომღვიმის მონასტერში წასვლის ნაცვლად, ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერში განწესებას ითხოვდა. კითხვაზე, სად გააგრძელებს მოღვაწეობას, პეტრე ცაავა პასუხობს – „მოღვაწეობას ვაგრძელებ საქართველოში, შიომღვიმეში არ წავალ“.

ყოფილი მიტროპოლიტის ინფორმაციით, ჭყონდიდის ეპარქიაში კომისიას სავარაუდოდ ხვალ ელოდებიან, რომელსაც ეპარქიას გადააბარებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები