LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატრიარქი მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

104
BeFunky-collage (12)

პატრიარქი მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

კათალიკოს პატრიარქის მდივანი, მიქაელ ბოტკოველი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდა.

როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აცხადებს, კათალიკოს პატრიარქმა მესამე პრეზიდენტი მოიკითხა და ეკლესიის სახელით სთხოვა შეეწყვიტა შიმშილობა.

„დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ბატონ მიხეილ სააკაშვილს გადასცა უწმინდესის დალოცვა, მოკითხვა და როგორც ყველა მსგავსი შემთხვევისას, ამჯერადაც ეკლესიის სახელით სთხოვა, შეეწყვიტა შიმშილობა, რადგან ეს არის არაქრისტიანული ქმედება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.